თბილისის საქალაქო სასამართლომ ავტობუსში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, როინ მებონიას პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში, 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოხდა, კაცმა ცოლს, მგზავრებისა და მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
კომენტარები