ცოლ-ქმრის ქონებრივი დავა კანონიერმა ქურდებმა გადაწყვიტეს – ამის შესახებ ტვ პირველი გვიყვება:
ცოლი ქმრისგან რამდენიმე ათასი ევროს ითხოვდა, რომელიც ცოლ-ქმარმა ბანკისგან აიღეს. პირველი განაჩენი იყო ცოლის სასარგებლოდ…
ქმარმა სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან გაასაჩივრა…
დიდი გარჩევის შემდეგ, კრიმინალებმა გადაწყვეტილება მიიღეს ქმრის სასარგებლოდ.
ვინ იცის ვის ჩართავდა ცოლი პასუხად საქმეში, რომ არა პოლიცია, რომელმაც ყველანი დააკავა.
დარჩება თუ არა “კანონიერი ქურდების ვერდიქტი” ძალაში და ვინ გადაიხდის ბანკიდან აღებულ ფულს – უცნობია.
კომენტარები