• რეკლამა
  • კონტაქტი
13:05, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცნობილია კაცის ვინაობა, რომელიც კახეთში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

ალია ავტორი - ალია
10:17 04-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა – პატარა ოთახში და გაუსაძლის პირობებში 4 მამაკაცი 2 თვე ცხოვრობდა. გამომძიებლის ინფორმაციით, ერთი ოჯახის წევრები, კახეთში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში დასაქმდნენ და, მალევე, ტრეფიკინგის მსხვერპლები გახდნენ.

დაზარალებულების ვერსიით, ფერმის მეპატრონე მათ ხელფასს არ უხდიდა, უკრძალავდა ოჯახთან კომუნიკაციას და არ აძლევდა უფლებას, დაესვენათ. ფარული ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა. გამოძიების მიერ მოპოვებული მასალით ირკვევა, რომ სავარაუდო დამნაშავე მათ ემუქრებოდა და ფიზიკურადაც უსწორდებოდა.

ტრეფიკინგის ბრალდებით, პოლიციამ ფერმის მეპატრონე – 42 წლის მამაკაცი დააკავა. “კურიერის” ინფორმაციით, ის ნიკოლოზ გიორგელაშვილია. მას მცირე ბიზნესი თელავში, სოფელ შალაურში აქვს.

ფერმა, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა, ამ დრომდე დალუქულია და ადგილს საგამოძიებო მოქმედებების კვალი ეტყობა. “კურიერი” დაწესებულებაში დასაქმებულებს გაესაუბრა, მათ შორის, ბუღალტერსაც, რომელმაც ტრეფიკინგის ფაქტი გამორიცხა და თქვა, რომ დაზარალებულებს ხელფასს პირადად უხდიდა.

დანაშაულს არ აღიარებს ბრალდებული. ნიკოლოზ გიორგელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ, დაკავებულის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიება 4 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემოტევაში, ფერმის 42 წლის მეპატრონეს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved