• რეკლამა
  • კონტაქტი
16:09, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცნობილია, 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი ღონისძიების დაწყების დრო

ალია ავტორი - ალია
12:24 04-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

მობრძანდით 29 აპრილს. 18:00 საათზე ვიწყებთ შეკრებას საქართველოს პარლამენტთან. 20:00 საათზე კი დაიწყება ოფიციალური ღონისძიება. მოდით შვილებით, შვილიშვილებით, პატარებთან ერთად, ეს იქნება ზეიმი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანმიმართულად მიდის აღნიშნული შეკრების დისკრედიტაცია.

„მამული, ენა, სარწმუნოება. დიდი ქართველი მოაზროვნის, წმ. ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რა გზა გვაქვს გასავლელი. საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან. ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები. ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ. ევროპული ღირებულებები გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ყოველდღიურობაში. ოჯახის ინსტიტუტი, რწმენის თავისუფლება, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა იყო და არის ჩვენ იდენტობის შემადგენელი ნაწილი. ყველა წარმატება, რაც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს, ყველა წარმატება, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ასოცირდება იმ გუნდთან, რასაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ჰქვია“.

მინდა მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე ძვირფასია, ძვირფასია თავისუფლება, სუვერენიტეტი, მოდით 29 აპრილს. საღამოს, 18:00 საათზე ვიწყებთ შეკრებას საქართველოს პარლამენტთან. 20:00 საათზე დაიწყება ოფიციალური ღონისძიება, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისათვის, თავისუფლებისთვის საქართველო განვითარებისთვის შევიკრიბოთ. ჩვენი შვილების უკეთესი დღისთვის შევიკრიბოთ. ყველამ იცოდეს, რომ მთავარი და უმთავრესია სამშობლო, საქართველო უპირველეს ყოვლისა. ყველას გელოდებით. ვიცი, რომ მიზანმიმართულად მიდის აღნიშნული შეკრების დისკრედიტაცია. ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება. მოვიდეს აქციაზე მხარი დაუჭიროს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას. ყველას აქვს ამის უფლება, მათ შორის საჯარო მოხელეებს. მოდით შვილებით, შვილიშვილები, პატარებთან ერთად, ეს იქნება ზეიმი“,- აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved