ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ.
კინგი Cedars-Sinai ჰოსპიტალში გარდაიცვალა. 23 იანვარს ის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მიიყვანეს.
2019 წელს კინგმა ინფარქტი გადაიტანა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2020 წლის ზაფხულში მისი ორი შვილი ასევე კორონავირუსით დაიღუპნენ.
კომენტარები