• რეკლამა
  • კონტაქტი
08:51, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ცნობილი კარდიოლოგი- ისმეთ დინდარი წარმატების გზასა და ქართულ ფესვებზე

ალია ავტორი - ალია
21:35 04-26-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
342

წარმატებული და აღიარებული კარდიოლოგი, პროფესორი – ისმეთდინდარირამდენიმე ათეული წელია თურქეთის წამყვან სამედიცინო ცენტრებში მოღვაწეობს, მისთვის ქართული ფესვები  განსაკუთრებით ძვირფასია,  გამორჩეული  ურთიერთობები აქვს  ქართველ კოლეგებთან და თურქეთში ჩასული ქართველი პაციენტებისთვის დიდი იმედი და საყრდენია. ბატონ ისმეთსთურქეთში დავუკავშირდით და ვიდრე პანდემიითგამოწვეული შეზღუდვების გამო კვლავ შეძლებს მშობლიურ საქართველოში ჩამოსვლას, ქართულ ფესვებსა და საკუთარ წარმატების გზაზე შორიდან გვიყვება. 

ისმეთ დინდარი: ჩემი წინაპრები წლების წინ ჩამოვიდნენ საქართველოდან თურქეთში, მე აქ დაახლოებით მეოთხე თაობა ვარ, გვარად მიქელაძე გახლავართ. თურქეთში დავიბადე და გავიზარდე, აქ მივიღე განათლებაც. საქართველოსთან ჩემი ურთიერთობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, როცა საზღვრები გაიხსნა და დღემდე როგორც კი ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მაშინვე საქართველოში მოვდივარ, პანდემიის პირობებში ვერ ვახერხებ ჩამოსვლას, მონატრებით სავსე ვარ,   იმედი მაქვს, მალე დავძლევთ ამ სირთულეებსაც და ისევ შევძლებ ჩემს საყვარელ საქართველოში ჩამოსვლას და ჩემი ძვირფასი ქართველი მეგობრების მონახულებას.

_ ოჯახში პირველი ექიმი ხართ, რთული არ იყო ამ პროფესიაში გზის გაკვალვა?

_ არა მხოლოდ ოჯახში, არამედ ჩვენს ქალაქშიც პირველი ექიმი გახლდით, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ექიმი უნდა გავმხდარიყავი და პროფესიული არჩევანის დრო რომ დადგა, სხვა პროფესიას არც განვიხილავდი. რა თქმა უნდა, ჩვენი სფერო დიდ შრომას მოითხოვს, მით უმეტეს, როცა დამხმარე არავინ გყავს, კიდევ უფრო მეტი შრომაა საჭირო თავის დასამკვიდრებლად.

_ დიდი დამსახურება გაქვთ ქართული მედიცინის განვითარებაშიც.

_ ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა ქართულ მედიცინასთან,  არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ჩემს ქართველ კოლეგებთან, წლების წინ საქართველოში პირველად მე გავაკეთე  ჩაფიძის კლინიკაში სტენტირება ჩემს კოლეგებთან ერთად. 42 წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს და ამ წლების მანძილზე უამრავი პროცედურა მაქვს ჩატარებული, იმ გუნდში გახლდით, რომელმაც პირველად დაიწყო კორონაროგრაფია თურქეთში. დაახლოებით 6-7 წლის შემდეგ დავიწყეთ სტენტირება, იმ პერიოდში ჩამოვედით საქართველოში და ბატონ ალეკო ალადაშვილთან ერთად წარმატებით გავაკეთეთ პირველი სტენტები.  ძალიან საინტერესო კონგრესები იმართებოდა თურქეთში და მე ვუზრუნველყოფდი ქართველი კოლეგების ჩამოყვანას, ყველაფერს ჩვენ ვაფინანსებდით. ეს ძალიან დიდი ცოდნისა და გამოცდილების მომტანი იყო მათთვის.  ახლა ვფიქრობ ძალიან კარგი სპეციალისტები ყავს საქართველოს.

_ როგორც ვიცით, გარკვეული პერიოდით ბათუმშიც მოღვაწეობდით

 _ ჩემი დახმარებით გაიხსნა ბათუმში უნივერსიტეტი სადაც სამი 3 წელის მანძილზე რექტორი გახლდით, ასევე გავხსენით ძალიან კარგი თანამედროვე სამედიცინო ცენტრი ბათუმში, გარკვეული პერიოდის შემდეგ დავასრულე იქ ჩემი საქმიანობა  და დავბრუნდი თურქეთში.

_თურქეთში ჩამოსული ქართველი პაციენტებისთვის დიდი იმედი ხართ.

_ამჟამად სტამბულში ერთ-ერთ  კერძო კლინიკაში ვმუშაობ, ამ კლინიკაში ბევრი ქართველი გადაგვირჩენია. როდესაც სახელმწიფო საავადმყოფოში ვმუშაობდი,  გავაკეთეთ სპეციალური ხელშეკრულებები ქართველი პაციენტებისთვის, რომლის ფარგლებშიც ისინი   ძალიან შეღავათიან ფასად მკურნალობდნენ ჩვენთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტი იყო. დღესაც ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებ საქართველოდან ჩამოსული პაციენტებისთვის. 

_რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?

_ჩემი ძირითადი საქმიანობაა – კორონაროგრაფია, ბალონირება და  სტენტირება.

_ძალიან წარმატებული და აღიარებული ექიმი ხართ, რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა შეუდგა  იმ რთულ გზას რასაც თქვენ წლების წინ მიიკვალავდით?

_ პირველ რიგში კარგად უნდა ქონდეთ გააზრებული ექიმის პროფესიასთან დაკავშირებული სირთულეები და პასუხისმგებლობები. მედიცინა გაჩერებას არ გვპატიობს, ამიტომ მიუხედავად ჩემი 42 წლიანი სტაჟისა, დღემდე ვაგრძელებ სწავლას, ვცდილობ მაქსიმალურად ავუწყო ფეხი თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს.

_ რამდენად მნიშვნელოვანია ექიმსა და პაციენტს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება?

_ მნიშვნელოვანია, რომ გენდოს შენთან მოსული პაციენტი, ამისთვის ექიმის მხრიდან საჭიროა გულისხმიერი დამოკიდებულების გამოვლენა, იმისთვის რომ საკუთარი გული გვანდონ მათ.

_ ოჯახი გაგავაცანით…

_ ორი შვილი (გოგონა და ვაჟი) და ერთი შვილიშვილი მყავს, ჩემი დატვირთულ რეჟიმის შემხედვარე შვილებმა ექიმობა არ ისურვეს და სხვა პროფესიები აირჩიეს.

_  წლების წინ საქართველოს საპატიო მოქალაქის ტიტული მოგანიჭეს

_ დაახლოებით 10 წელის წინ მე და ჩემმა ოჯახმა  საქართველოს მოქალაქეობაც მივიღეთ. 2001 წელს გავხდი საქართველოს საპატიო მოქალაქე, ასევე გადმომეცა ღირსების ორდენიც. ეს ჯილდოები ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია  ჩემთვის, თუმცა ყველაზე დიდი ჯილდო საქართველოს და ჩემი მეგობრების სიყვარულია.

ismetdindar@hotmail.com

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved