საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება.
სინოდის სხდომამდე საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით მოუწოდა ყველას, პირადი მოსაზრებებისგან თავი შეიკავონ და დაელოდონ წმინდა სინოდის სხდომას. სავარაუდოდ სხდომაზე კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი უნდა განიხილონ.
წმინდა სინოდი საპატრიარქოში 12:00 საათზე შეიკრიბება.
კომენტარები