• რეკლამა
  • კონტაქტი
03:13, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წლიურ ანგარიშში განხილულია კანონში ცვლილებები, რაც ხელს უშლის უფლებების დაცვას – სახალხო დამცველი

ალია ავტორი - ალია
13:07 04-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს ტრადიციულად საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.

,,ანგარიშში ის ტენდენციები და გამოწვევებია გამოკვეთილი, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს. ასევე, აღნიშნულია ბოლო პერიოდში მიღწეული გარკვეული პროგრესი. ზედმიწევნით არის განხილული 2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყანაში ადამიანის უფლებების სათანადოდ დაცვას.

დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებთა უფლებრივ მდგომარეობაზე, საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დაუსჯელობით წახალისებულ უკანონო დაკავებებზე და პატიმრობაზე, ე.წ. ბორდერიზაციაზე, საკუთრების უფლების დარღვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობაზე, ეთნიკური ნიშნით დევნასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

განხილულია ასევე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაციიდან მომდინარე საფრთხეები და დევნილთა ნაწილის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხები.

ანგარიშის ვრცელი ნაწილი ეთმობა 2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციებზე გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მათ არაეფექტიან გამოძიებას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას და მათ შორის, საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტებს, სავარაუდოდ, პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციების საჯაროდ გამოხატვის გამო.

საუბარია პენიტენციურ დაწესებულებათა გადატვირთულობაზე, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმების ხარვეზებზე; შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც წლებია გადაუჭრელია.

კვლავ გამოწვევად რჩება თანასწორობის მდგომარეობა, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების – ფემიციდის პრევენცია და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულება.

ანგარიშში მიმოხილულია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ენობრივი და ინფორმაციული ბარიერები, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სხვა საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა; რწმენისა და რელიგიის თავისუფლების საკითხები.

სოციალურ საკითხთა შორის, სხვა საკითხებთან ერთად, ჯანმრთელობის უფლების ჭრილში, განხილულია პაციენტთა უფლებების დაცვის სისტემური ხარვეზები; შრომის უფლების თვალსაზრისით, შრომის ღირსეული ანაზღაურების უფლების სათანადოდ უზრუნველყოფის სამართლებრივი გარანტიები; წყალზე ხელმისაწვდომობისა და სოციალური საცხოვრისების სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხები.

განხილულია მოწყვლადი ჯგუფების – ბავშვთა, შშმ პირთა და ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს სიღარიბე, ძალადობის გამოვლენისა და მასზე რეაგირების მექანიზმების არაეფექტურობა, სამართლებრივი დაცვის გარანტიების უგულებელყოფა.

სხვა მრავალ საკითხთა შორის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ცნობიერების ამაღლებას და ადამიანის უფლებათა სწავლებას. მიმოხილულია თავდაცვის სფეროში არსებული ვითარება, თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები.

გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის მიზნით, სახალხო დამცველი ამზადებს რეკომენდაციებს, რომლებიც წლიურ ანგარიშებში აისახება და საქართველოს პარლამენტი შესაბამისი უწყებების მიმართ მათი შესრულების შესახებ განკარგულებას გასცემს”. – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: ლევან იოსელიანისახალხო დამცველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved