• რეკლამა
  • კონტაქტი
16:25, ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ცხოვრებაში პირველადაც ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნლადაც სწორედ იქ” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
16:09 11-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
created by photogrid

created by photogrid

Facebook-ზე გაზიარება
46

ნიკა გვარამია მეუფე აბრაამის გარდაცვალებაზე:

,,მეუფე აბრაამ გარმელია გარდაიცვალა, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. სოხუმში დაბადებული და გაზრდილი კაცი.

სოხუმიდან არ ვიცნობდი, დაბადებულიც არ ვიყავი, საცხოვრებლად რომ წავიდა თბილისში. ჩემს დედულეთში, რაჭაში, ნიკორწმინდელი მეუფის რანგში გავიცანი და ვეზიარე მის სიწმინდესა და ადამიანების მიმართ სიყვარულს, წესიერებასა და გასაოცარ გონიერებას. დიდად შთამბეჭდავი კაცი იყო მეუფე აბრაამი და გადასარევი იუმორიც ქონდა. და რაღაცნაირად ძველმოდურიც იყო და ეს ერთგვარი არქაულობა ძალიან უხდებოდა, მის მიმართ მოწიწებას აათმაგებდა, თითქოს.

სულ რამდენჯერმე შევძელი მისი ნახვა იმ ზაფხულის რამდენიმე კვირაში, ყოველწლიურად რაჭაში რომ ვატარებდი და ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროდ მივიჩნევ. ნიკორწმინდაში, ცხადია, ძალიან ხშირად დავდიოდით ბავშვები (შემდგომ უკვე თინეიჯერები) ჩემი სოფელი თლუღიდან (რომელიც რაჭის ყველაზე ლამაზი სოფელია, და არა მარტო რაჭის). ფეხით გავდიოდით ულამაზეს 10 კილომეტრს. თუმცა, მანქანა თუ გამოივლიდა (რაც 90იანების დასაწყისში დიდი იშვიათობა იყო), ჩვენზე ბედნიერი ადამიანი არ იყო 🙂 მაშინ ბევრი სიარული არ გვღლიდა, თუმცა მანქანა მაინც გვერჩივნა. ახლა ვხვდები, რომ იშვიათი რომ იყო და განსაკუთრებულად გვიმართლებდა, პირველ რიგში, ეგ გვიხაროდა. ტაძრის გზაზე შემდგარები, ღმერთმა გამოგვიგზავნაო, ვეტყოდით ერთმანეთს ოდნავ დაბალ ხმაზე, მისტიური ელფერის მისაცემად 🙂 ჩემი დაკვირვებით, ბავშვური გულუბრყვილობიდან ვინც არ მოდის, ზრდასრულ ასაკში დიდი სიკეთით არ გამოირჩევა.

არც მეუფე აბრაამმა დაჰყო დიდ ხანს რაჭაში, და როცა ნიკორწმინდაში მსახურებდა, მაშინაც ხშირად უწევდა თბილისში ყოფნა, როგორც სასულიერო აკადემიის რექტორს. ამიტომაც იყო, რომ შეხვედრები არც თუ ისე ხშირი გამოვიდა, თუმცა სრულიად საკმარისი, რომ ეს ძველი აღთქმის პატრიარქ აბრაამის მსგავსი მეუფე, თავადაც სახელად აბრაამი, გონებაში ჩაგბეჭდვოდა მისი სიბრძნით, სიკეთით და ოდნავი არქაულობით. არქაულობით გარეგნობაშიც, მეტყველებაშიც და გარესამყაროს მიმართ დამოკიდებულებაშიც.

ისეთი მღვდლები იყვნენ მაშინ ნიკორწმინდაში, სიკეთით და უბრალოებით რომ გნუსხავდნენ და მათთან ურთიერთობას რომ არაფერი სჯობდა. თითქოს, მეუფე აბრაამის გაგრძელება იყო ყოველი მათგანი. ცხოვრებაში პირველადაც ნიკორწმინდაში ვთქვი აღსარება, და უკანასკნლადაც სწორედ იქ.

მთელი მისი სიდიადის მიუხედავად, ნიკორწმინდა სოფლის საყდარია, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დიდებულს და წმინდას ხდის მას. ჩემი ღრმა რწმენით, ღმერთი ბუნების სიდიადით და ხალხის გულისხმიერებით და უბრალოებით გარემოცულ სოფლის ეკლესიებში “ცხოვრობს”. ასე მჯერა ჩემი ცხოვრების ადრეული წლებიდან და ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ტაძრის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ნიკორწმინდის და მისი დიდი მეუფის, აბრაამის დამსახურებაა.

გემშვიდობებით, დიდო მეუფევ.
მშვიდად განისვენე, სამაგალითო ერისკაცო.
მუდამ გვემახსოვრები, გამორჩეულო და კეთილო ადამიანო.“

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ახალი ამბები

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

14:51 11-25-2026
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

18:57 11-24-2026
Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში
ახალი ამბები

Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში

17:43 11-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved