• რეკლამა
  • კონტაქტი
06:22, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცივი ღამეების სარდაფებში გატარება მოუწია, მაგრამ კაცურად გაუძლო” – გიორგი არველაძემ უკრაინელი ბავშვი იშვილა

ალია ავტორი - ალია
20:27 10-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
499

ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი არველაძე:

“მეგობრებო, პირადი ცხოვრების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ ეს სიხარული მინდა გაგიზიაროთ. უკვე შეიძლება გაგიმხილოთ, რომ 5 შვილის მამა ვარ! გაიცანით, დავით არველაძე! ❤️
ჩემი და ანასტასიას სიცოცხლე და სიხარული.!!! დავითი სამყაროს საჩუქარია ჩვენთვის. ერთი წლისა სულ ახლახანს შესრულდა, მაგრამ უკვე დიდი გმირია. უკვე ბევრი გასაჭირი გამოიარა, მაგრამ გადარჩა! დაბადებაც რთული ქონდა, მაგრამ არ დათმო სიცოცხლე. დაიბადა და მარტოდ-მარტო დატოვეს ცხოვრებასთან… მერე, სულ სამი თვის იყო როცა მის თავზე ბომბებმა დაიწყეს აფეთქება… როცა ხარკოვიდან გამოვიყვანეთ, დავითი ყველაზე პატარა იყო ჯგუფში, სანამ თავშესაფარს მიაღწევდა, მარტის ცივი ღამეების სარდაფებსა და გაყინულ შენობებში გატარება მოუწია, მაგრამ კაცურად გაუძლო. აცრილი ერთხელაც არ იყო, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ყველა ვირუსი.
დიდი მადლობა ალა ტიხომირენკოს, ბავშთა სახლის დირექტორს, რომელმაც არცერთი წამით არ მიატოვა ბავშვები და სიცივეში, ტანზე მიკრული რძის ბოთლებით, უთენებდა დავითს ღამეებს, რომ ბავშვს ოდნავ თბილი საკვები მაინც ქონოდა.
ანასტასიასა და ჩემთვის კი,დავითი ერთი ნახვით სიყვარულია. ❤️ განსაკუთრებით ანასტასიასთვის. რა წამსაც პირველად ნახა და ხელში აიყვანა, იმ წამიდან აღარ მოშორებია, იმ წამიდან მისი სამყაროს ცენტრად იქცა. იმ წამიდან, მასში ისეთმა დედამ გაიღვიძა, ცქერით რომ ვერ დატკბებით. იმ წამიდან არ შეუწყვეტია მასზე ზრუნვა, მისი ფერება, მასთან თამაში. ბედნიერებაა ამის ყურება, იმიტომ, რომ ქალში ყველაზე დიდი სილამაზე კარგი დედობაა.
აქამდე ვერ გიმხელდით, რადგან იურიდიული პროცედურები არ იყო დასრულებული. ახლა იმ სტადიამდე მივედით, რომ შეგვიძლია გაგიმხილოთ, რომ დავითი ჩვენი სისაყვარლის ბუშტი შვილია – ანასტასიასთვის პირველი, ჩემთვის მეხუთე, თუმცა ორივესთვის მეხუთე. ❤️❤️❤️❤️❤️
ხო, ამბობენ რომ გვგავს. ? დიახაც გვგავს, და უფრო მეტად გვემგვანება. ? ჩვენი შვილია და მაგიტომ. ?

“ვიშვილებ…”, “გავზრდი”, “კარგ განათლებას მივცემ”, “სითბოს არ მოვაკლებ” – 78 ობოლი ბავშვი და ათასობით მშობელი – გიორგი არველაძის პოსტი და კომენტარები

თეგები: გიორგი არველაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved