ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს. რეანიმაციაში 25 პაციენტია, მათგან 22 დღის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ამის შესახებ “ფორტუნას” ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.
„განსაკუთრებით მძიმეა 22 დღის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სხვა კლინიკიდან მძიმე მდგომარეობით გადმოვიდა 18 რიცხვში და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
მას აქვს ახალშობილთა ბაქტერიული სეფსისი, გენეტიკური პათოლოგიური დაავადებები, აქვს დაუნის სინდრომი, გულის მანკი და კორონავირუსული ინფექციიდან გამომდინარე ფილტვის დაახლოებით, 16 ქულიანი დაზიანება. მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ამ მომენტისთვის ციციშვილის კლინიკაში თავისუფალი ადგილები არ არის, მაგრამ, დღეს რამდენიმე პაციენტი გაეწერება. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში მალევე ივსება ხოლმე ადგილები”
წყარო – ფორტუნა
კომენტარები