თბილისში ციციშვილის სახელობის კლინიკაში 31 დეკემბერს კორონავირუსით ერთი ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა ადასტურებს.
კლინიკის განცხადებით, ბავშვი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
პატარა პაციენტი გალიდან იყო, თბილისში ახლობელთან ცხოვრობდნენ.
ამ დროისთვის ციციშვილის სახელობის კლინიკაში 50-მდე პაციენტია, მათგან 10 რეანიმაციაში, ერთი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კომენტარები