• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება” ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას, ქვეყანაში კი, მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლება” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
14:07 10-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ  ბრიფინგი გამართა და დემოკრატიაზე ისაუბრა, რაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალურობას სულ უფრო მეტად იძენს. როგორც ხაზარაძემ ბრიფინგის მსვლელობისას აღნიშნა, “ქართული ოცნება” ისევ უარს ამბობს დებატებზე და ისევ ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობას. “ლელო” კი იმ ენაზე საუბრობს, რა ენაც მოსახლეობას ესმის – უშუალო და საქმიანი. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსში, 2019 წელს, საქართველო ათი პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა. ამ დროს კი “ლელოს” აქვს სწორი გეგმა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას გააძლიერებს. 

ხაზარაძის განმარტებით, საქართველო დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს. ქვეყანაში მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

“ქართული ოცნება” ისევ უარს ამბობს დებატებზე და ისევ ბილბორდებიდან გველაპარაკება. ჩვენც იმ ენაზე ვესაუბრებით, რა ენაც მათ უნდა ესმოდეთ. 

არჩევნებამდე უკვე სულ ცოტა დრო რჩება და კითხვა, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება ის, სულ უფრო აქტუალური ხდება. “ქართული ოცნების” ხელისუფლება, არათუ ქვეყანაში დემოკრატიის გარანტად ვერ გამოდგა, არამედ თავად იქცა მისი პრინციპების უხეშ დამრღვევად. 8 წლის წინ ისინი სამართლიანობისა და დემოკრატიის დაპირებით მოვიდნენ, საბოლოოდ კი უსამართლობით და ძალადობით სავსე სახელმწიფოდ გვაქციეს. საქართველო დაშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს. მუდმივად ილახება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები,” – აცხადებს ხაზარაძე. 

მისივე თქმით, საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ხშირია ადამიანების არჩევანით მანიპულირება. 

“სამწუხაროდ, საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც ოპოზიციას მმართველი ძალის მიერ მართული სასამართლო ასამართლებს და სადაც ოპოზიციის ლიდერებს ციხეში პოლიტიკური ნიშნით სვამენ. საქართველო იქცა ქვეყნად, სადაც უამრავი ჩვენი მოქალაქე ვეღარ ბედავს ღიად საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ამის ერთ-ერთი შედეგია ისიც, რომ მსოფლიოს დემოკრატიის ინდექსში, 2019 წელს, საქართველო ათი პუნქტით დაქვეითდა და 89-ე ადგილი დაიკავა.

ასე ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, ეს ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და დემოკრატიული პროცესების სათავისოდ, ძალადობრივად გამოსაყენებლად. თავისუფლება და დემოკრატია საყოველთაო უფლებაა, განურჩევლად რწმენისა თუ პოლიტიკური გემოვნებისა. მხოლოდ თავისუფლება და დემოკრატიაა ის გზა, რომლითაც უნდა დავძრათ ქვეყანა განვითარებისა და კეთილდღეობისაკენ. 

ჩვენ გვჭირდება სასამართლოს მართვის გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემა. პოლიტიკური და კლანური გავლენისგან დაცული სასამართლო. ისევე, როგორც სრულიად დეპოლიტიზებული პოლიცია და პროკურატურა,”- განაცხადა ხაზარაძემ. 

პარტიის თავმჯდომარის თქმით, “ლელოს” გუნდი ერთადერთი ძალაა, ცოდნითა და საერთაშორისო კავშირებით, რომელიც მზადაა, ეს ყველაფერი დაასრულოს და ქვეყანა რეალურ დემოკრატიულ რელსებზე დააყენოს, რადგან “ლელოს” აქვს ხედვა და სწორი რეფორმები, რისი მეშვეობითაც შეუძლია ქვეყანაში დემოკრატია გააძლიეროს,” – განაცხადა ხაზარაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved