• რეკლამა
  • კონტაქტი
00:50, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი

ალია ავტორი - ალია
11:44 08-18-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიული მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს“ საიუბილეო სეზონს უმასპინძლებს.

წინანდლის ფესტივალი მეხუთე, საიუბილეო სეზონზე მსოფლიო ვარსკვლავებითა და პანკავკასიურიახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება. პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი სიმფონიური ორკესტრია, რომელიც რეგიონში რჩეული ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული.

წელს წინანდალს კვლავ ეწვევიან მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები, თუმცა საიუბილეო სეზონზე ორგანიზატორები განსაკუთრებით საინტერესო პროგრამასა და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გვპირდებიან.

„ფესტივალს 5 წელი უსრულდება. ხუთი წელი ეს ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ ფესტივალისხვა განზომილებაში გადადის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქვეყნის და საზოგადოებისცნობიერებაში. უაღრესად დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა, წელს კვლავ ეწვევა წინანდალს. ეს მნიშვნელოვანი შენაძენიაფესტივალის დამფუძნებლების და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად მიღებული.“ – დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.

საიუბილეო სეზონი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტით გაიხსნება, რომელსაცმაესტრო ჯანანდრეა ნოზედა გაუწევს დირიჟორობას. შესრულდება შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

11 დღიან პროგრამაში ვიხილავთ კლასიკური მუსიკის ისეთ გამოჩენილ სახელებს, როგორებიც არიან:მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი, იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გოტიეკაპუსონი.

მსმენელის წინაშე წარდგებიან ასევე ქართველი ვარსკვლავები: გიორგი გიგაშვილი და 13 წლის„ვუნდერკინდი“, ცოტნე ზედგენიძე. ორ კონცერტს გამართავს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. 2 სექტემბრის პროგრამა ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნება. სცენაზე ვიხილავთ მეცო-სოპრანო ირინა შერეზადაშვილს და პიანისტ ნინო ჟვანიას. მსახიობ ნინო კასრაძის პერფორმანსი: ჟან კოქტო – „ადამიანის ხმა“ ერთ გამორჩეულ საღამოს შემატებს წინანდლისფესტივალს.

წინანდლის ფესტივალის წიაღში 2019 წელს დაბადებულ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს,წელს, მუსიკოსები 7 ქვეყნიდან უერთდებიან – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი,უკრაინა, ყაზახეთი, თურქმენეთი.

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელს წინანდლის ისტორიული მამულში, კომპანიასილქნეტის მხარდაჭერით დაფუძნდა. გამორჩეული საკონცერტო პროგრამისა და კლასიკური მუსიკისსფეროში აღიარებული მუსიკოსების მოწვევის გარდა, ფესტივალის დაარსების იდეა საგანმანათლებლო და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები 25%-მდე ფასდაკლებით და დაესწრონ წინანდლის ფესტივალს.

ნაკრებების შესაძენად, უნდა დაუკავშირდნენკონცეპტ ასისტენტს ნომერზე  032 2 27 27 00.

*ასევე, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, ფესტივალის ცალკეული ბილეთების შეძენა შეუძლიათ 15%-იანი ფასდაკლებით tkt.ge-ისვებგვერდზე.

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved