• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოგვივა ისე, როგორც მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოგვივიდა – მუნჯის საუბარი ყრუსთან!”-მარია ზახაროვა

ალია ავტორი - ალია
12:07 02-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებები მოსკოვს აღარ აინტერესებს, მისი არგუმენტები არასერიოზულია, რუსეთს სურს ნამდვილი დიალოგი. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ იენს სტოლტენბერგის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ნატო არ აპირებს უარი თქვას „ღია კარის“ პოლიტიკაზე.

ზახაროვას თქმით, საკითხები საგნობრივ საუბარს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოვიდა – მუნჯის საუბარი ყრუსთან.

„ჩვენ არ გვაინტერესებს აი, ეს განცხადებები, რომლებსაც სტოლტენბერგი აკეთებს, რომელიც გენმდივანია, თუ ბანკირი, მე ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ. ისინი ჩვენ უკვე აღარ გვაინტერესებს. ის არ არის ის ადამიანი, რომლის გამონათქვამები მოსკოვში განხილული იქნება სერიოზულ არგუმენტებად. ის უკვე ნატოს ჩამოგდებული მფრინავია. ამიტომაც, ორიენტირებულები ვიქნებით სერიოზულ საუბრებზე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, თუკი ამისთვის მზად არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეს საკითხები მოითხოვს საგნობრივ საუბარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოგვივა ისე, როგორც მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამოგვივიდა – მუნჯის საუბარი ყრუსთან. გვსურს, რომ მხარეებს ერთმანეთის ესმოდეს და არ იყვნენ დაკავებული ერთმანეთისთვის ლექციების კითხვით, ან უბრალოდ ცარიელი განცხადებებით, რომლებიც მიმართულია არა ერთმანეთის შეშფოთების პატივისცემისკენ, არამედ უბრალოდ, ჰაერის რხევისკენ“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved