• რეკლამა
  • კონტაქტი
17:02, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წინა მთავრობის დროს იყო ომი, ჩვენ დროს კი ომი არ ყოფილა, ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა” – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
18:56 11-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

პრემიერმა ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, თქვა:

“ჩვენ ვცხოვრობთ გაურკვევლობის და არაპროგნოზირებადობის ეპოქაში. უკრაინაში ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და გამოსავალი ჯერ -ჯერობით არ ჩანს. ვხედავთ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში და ასევე საქართველოში, რომლის ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ამ კონფლიქტებზე პასუხი არის მშვიდობა და ყველა მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს, რათა ერთად მივაღწიოთ მშვიდობას. ამიტომ, მე მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და გესაუბროთ საქართველოს წარმატების ისტორიაზე. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს საქართველოს 20% იყო ოკუპირებული და დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

პირველი ომი, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდა მეოცე საუკუნეში, მოხდა 2008 წელს. 1990-იან წლებში ჩვენ ასევე გვქონდა სამოქალაქო ომი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რომელსაც მხარს უჭერდა რუსეთი იმ დროს. შემდეგ, ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი დიდი ომის დაწყება, ერთი წლის წინ, უკრაინაში. ასე რომ, ზოგადად ძალიან რთული სიტუაციაა. ამიტომ, საქართველოს ამოცანაა, რომ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას მიაღწიოს. ჩვენ, ჩემმა მთავრობამ, მივაღწიეთ უპრეცედენტო და უწყვეტ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ყველა წინა მთავრობის დროს საქართველოში იყო ომები, ჩვენი მთავრობის დროს კი ომი არ ყოფილა და ჩვენ ვიზრდებით ეკონომიკურად, ვვითარდებით. რა თქმა უნდა, ოკუპაცია არსებობს და ის არსად გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. რადგან ჩვენ ამ კონფლიქტებს დაუყოვნებლივ ვერ გადავჭრით. ამ პერიოდში ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, შემდეგ ევროპული პერსპექტივა და სულ რაღაც ორი დღის წინ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.”

 

 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved