„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და ამბობს:
“წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს აწამებდნენ, სცემდნენ, აუპატიურებდნენ და საკუთარ ჩვენებებს აჭმევდნენ, „ნაცებს“ რომ ჰკითხო, ქვეყანა გაჩერებულია და არ ვითარდება, ხოლო ადამიანების ცემიდან, წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან იქამდე მივედით, რომ დღეს განხილვისა და მსჯელობის საგანია, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით“
კომენტარები