• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ციხიდან პირველი საცოლეს დაურეკა, ხელი სთხოვა… თეთრ კაბასაც ჩავაცმევ მის იმედ გოგოს და ოქროს ბეჭედსაც ვუყიდი” – რას წერს ადვოკატი ლედი ტუკვაძე

ალია ავტორი - ალია
02:20 07-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,548

ადვოკატი, ლედი ტუკვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“თუ სურვილი გაქვთ წაიკითხეთ❗️❗️❗️

სიღარიბემ მეგობრები შეკრიბა. სიდუხჭირე, უბედობა, უსიყვარულობა, უგანაჩენობა – სადაც სიღარიბეა თითქმის მათი საძმოს ამბები უ – თი იწყება !!!
ის, რომ სხვებივით არ გაქვს ფუფუნების საგნები ეს სულაც არ ნიშნავს იმ სისასტიკეში ცხოვრებას, რასაც ამ წუთისოფელში დუღჭირ ადამიანებს უწევთ.

ეს ამბავი არც ჩემი გამოგონილი ისტორიაა და არც მიმატებული , დასამძიმებლად მიწეპებული დრამა. ეს რეალობაა, აქ საქართველოში, ქუთაისში დაწყებული ბიჭის ამბავი.

როცა არასწლოვანთა მართმსაჯულებაზე ვინმე გრანტს მოიგებს და ლექცია-სემინარებს წაიკითხავს, ეს ამბავი რაღაც მაგალითად მინდა გამოადგეს!!!

ავტოქარხანა, ქუთაისში ყველამ იცით. ის როგორც ავანგარდი მუშათა დასახლება იყო, სადაც ამ ქარხნებში დასაქმებული ადამიანების 90% ცხოვრობდა. იქმნებოდა ოჯახები, შენდებოდა ქარხნის უბნებში სახლები, იყო ხალისი, მისვლა-მოსვლა და მომავალის იმედი ….
90-იანი წლების სასტიკი განაჩენი, დახურული ქარხნები, მოკლედ ვინც გადარჩა გადარჩა, ვინც ვერა, გახდა სიღარიბის მეგობრების, მეგობარი.

არ ახსოვს ბავშობის მთელი სათამაშო, ახალი ტანსაცმელი, ახსოვს სულ დარდიანი დედა და მამა, როცა მოკრძალებულად სკოლის კარებთან იცდიდნენ, ალბათ რამდენი დამცირება, რამდენი ბავშვური ნატვრა და სურვილი დარჩა აუსრულებელი, მეტი ვერ იფიქრა … და 17 წლის ასაკში ჩაიდინა დანაშაული…. უგანაჩენობა აქაც დაეწია? მისიც, სხვისიც, ყველაფერი უპატრონოს დაბრალდა, იდგნენ ასე მოკრძალებულად ახალგაზრდა, შიმშილით, დარდით მალე დაბერებული ხელ ჩაკიდებული დედ- მამა ციხის კარებთან, დაგლეჯილი ხელებით, ვერ გაყიდული სიმწრით მოწნული კალათები, ბაზრის შესასვლელთან ცოტა გაყიდული “პრიანიკებით” ნაკოწიწები მოკრძალებული “პერედაჩებით”….?

ასე გავიდა სამი წელი ….
გამოვიდა….
ციხიდან ხომ კარგი უნარ ჩვევებით არავინ გამოდის.. (შეეცადა რეალობის შეცვლას ვერ შეცვალა… კოვიდი დახვდა. არაუშავს ჩვენ ხომ ამ წუთისოფელმა სიცოცხლე მაინც მოგვცა … იმედი?

სიკვდილიც მოვიდა…. ჯერ მამა მოუკვდა, დედამ მისი ხელჩამკიდებლის გარეშე 3 დღე იცოცხლა, ბაბუამ შვილების გარეშე 9 დღემდე, ბებიამ გაუძლო სამი თვე… ისიც წავიდა ამ ჯოჯოხეთიდან.
– ჭამე, – კეთილი, შორეული ბიჭი ნათესავი…
-ეს რა არი?
-ქაბაბი გქვია ამ საჭმელს
– ამას??
-ჩაშუშულია ეს!!!
-უი, პირველად ვჭამ არ ვიცი.

არ გჯერათ? მე მჯერა, ვიცი კიდეც, სხვისი ობლები გამიზრდია, ვიცი როგორ არ იცოდნენ და ვერ არჩევდნენ “ნაბეღლავს”, “კოკა-კოლას” და “ფანტას” ეთმანეთისგან.
იქ, იმ კეთილ ბიჭთან მისვლაც რცხვენია, ტყუილად არ ჩერდება, ეხმარება, მაგრამ მაინც…. ზის მარტო, დაობებული სახლის დაგლეჯილ კედლებში (სიბნელეა ირგვლივ …. და რაღაცა უცებ სხივი გამოჩნდა, გოგო..? იმედი? ხელი სთხოვა … დასთანხმდა … მთელი დღე ვერცხლეულის მაღაზიაში მის დასანიშს ბეჭედს არჩევდა, ცოლი უნდა მოიყვანოს… რა არ ინატრა, ალბათ, მის წარმოსახვაში, ჩვენთვის რომ ყოველდღიურობაა სუფრა (ჩვენთვის ერთი ჩვეულებრივი სადილი, ერთი კაბა ოღონდ თეთრი, ერთი პატარა ვერცხლის ბეჭედი?ხოდა ისევ სისულელე !!!

ციხიდან პირველი მის საცოლეს დაურეკა, ხელი სთხოვა, ეშინია მისი უკანასკნელი იმედის დაკარგვის… ანდა ვიღაც რომ გამოჩენილიყო მის ცხოვრებაში, გვერდით მდგომელი? წამჯიკავებელი, კარგი დამრიგებელი, ხელის გამწოდებელი?ხომ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი…

ეს ისტორია როცა მომიყვეს ვერ ვიჯერებდი და როცა პირადად მისგან მოვისმინე ბევრი ვიტირეთ ერთად… გავიგე , რომ ციხეში ქორწინებას გარკვეული თანხა სჭირდება , არაუშავს გადავიხდი, თეთრ კაბასაც ჩავაცმევ მის იმედ გოგოს და დასანიშნ, ოქროს ბეჭედს ვუყიდი …

ვინც მიცნობთ ასეთებს სულ უხმოდ ვაკეთებ და აქ თქვენთან საკეკლუცოდ არ დამიწერია ?აი, თქვენ ჩემზე მეტი  რომ შეგიძლიათ მათთვის დავწერე სათხოვნელად, აქ არ იფიქროთ, რომ დანაშაულს ვახალისებდე ან ვამართლებდე ?თუმცა ისიც ცნობილი ფაქტია, 10 მანეთის ქურდს ციხეს დაუშენებენ თავზე მილიონის მომპარავს, ქვეყნის მართვას ჩააბარებენ, გახდიან ან პოლიტიკოსს ან ბიზნესმენსს. ნუ დავტოვებთ!!!! ნუ ავუკრავთ ისევ ხელს!!! ? მომაფიქრებინეთ რამე??ერთი შანსი სულ არსებობს??? შექმნას მისი ბუდე? გამოვჩნდეს მის ცხოვრებაში კარგი ადამიანები, მივცეთ კარგი მაგალითები, დავანახოთ  რომ ცხოვრებაში სხვა ღირებულებებიც არსებობს და როცა მივალთ ?ციხიდან გამოსწორებული მე არავინ მინახავს!!! ერთხელ ვცადე და გამომივიდა ? დღეს იმ ბიჭს ტკბილი ოჯახი აქვს, დაიყენა მისმა სიდედრმა გვერდით და ავარგა? ზუსტად ვიცი ესეც ასე იზამს…

არ იქირქილოდ ახლა აქ… თქვენი სავსე სტომაქით არ განმისაჯოთ ბიჭი (არ დაიწყოთ ჭკუის დარიგებები!!! მოვეხმაროთ ბიჭს!!! წმინდა გიორგის ხატთან სანთლის დასანთებად რომ მივალთ, სინდისი მაინც არ შეგვაწუხებს, მისი სეხნია ბიჭი ამ გველეშაპ ცხოვრებასთან მარტო რომ არ დავტოვეთ სასიკვდილოდ !!!!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia”

თეგები: ლედი ტუკვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved