ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი ინიციატივით, ცესკოში თანამშრომელთა გეგმიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა. ეს ინფორმაცია ცესკომ სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე განათავსა.
“ვაქცინაცია განხორციელდა ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიერ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ პროცედურის უსაფრთხო და ორგანიზებულ მიმდინარეობას.” – წერს საარჩევნო ადმინისტრაცია.














კომენტარები