• რეკლამა
  • კონტაქტი
13:38, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

ალია ავტორი - ალია
13:00 11-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა.

ხარისხის სისტემის შეფასების მიზნით აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა. შპს ,,მენეჯმენტის სისტემები’’-ს აუდიტორის მიერ 2026 წლის 24 ივლისს განხორციელდა შიდა აუდიტი, ხოლო 2026 წლის 2 სექტემბერს, საერთაშორისო აუდიტორის (LL-C (Certification) CzechRepublic a.s.) მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ცესკომ წარმატებით გაიარა ორივე სახის აუდიტი და შეინარჩუნა საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი.

საერთაშორისო აუდიტორის შეფასებით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხარისხის მართვის სისტემის (QMS) დადებით მხარეებსა და უპირატესობებს შორისხაზგასმით აღსანიშნავია ადმინისტრაციის შესაძლებლობა, გაუმკლავდეს რთულ და ცვალებად გარემოს:  „პოლიტიკური რყევების, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობისა და საინფორმაციო ზეწოლის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტიანად ასრულებს ქართველი ხალხის წინაშე აღებულ საკონსტიტუციო ვალდებულებებს“.

აუდიტის ფარგლებში დოკუმენტირებული მენეჯმენტის სისტემის შესაბამისობა შეფასდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით. დადასტურდა, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას შეუძლია დააკმაყოფილოს შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნები და მიაღწიოს აკრედიტებული სერტიფიცირებისთვის მოსალოდნელ შედეგებს, როგორც ეს მითითებულია ISO-IAF-ის კომუნიკეში, აკრედიტებული სერტიფიცირების შესახებ.

აუდიტორის შეფასებით, ორგანიზაცია აკმაყოფილებს და სათანადოდ ახორციელებს მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნებს და შეუძლია უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი მიწოდება მომხმარებლის მოთხოვნებთან, შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლების მიზნით. აღნიშნული დასკვნა გაკეთებულიასტანდარტის ცალკეული მოთხოვნების შესრულების დონის შეფასების საფუძველზე, რაც დასტურდება ანგარიშის შესაბამისობის მატრიცით. აუდიტის მიზნები წარმატებით არის მიღწეული.

აუდიტის შედეგად კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცესკოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები – სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, მიმდინარე აქტივობები და პროექტები, შეთავაზებული სერვისები, საქმიანობის მონიტორინგი და ანგარიშგების მექანიზმებიშეესაბამება ხარისხის მენეჯმენტის მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს. ეს კი ადასტურებს, რომ ხარისხის მართვა საარჩევნო ადმინისტრაციის ყოველდღიური საქმიანობისა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ISO-ს სტანდარტი წარმოადგენს ხარისხის მართვის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ საერთაშორისო ჩარჩოს. იგი ორგანიზაციებს საქმიანობის სისტემატური გაუმჯობესების, პროცესების ეფექტიანად მართვის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ცესკოსთვის ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის შენარჩუნება ნიშნავს არამხოლოდ ეფექტიანი შიდა მენეჯმენტის დემონსტრირებას, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაღალი დონის უზრუნველყოფას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

ცესკომ ISO სერტიფიკატი პირველად 2019 წელს მიიღო, რითაც დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა და ბიზნეს პროცესები სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი საარჩევნო ადმინისტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელმაც აღნიშნულისერტიფიკატი მიიღო.

საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მორიგი დადასტურება ცესკოსთვის ხარისხის მართვის უწყვეტი პროცესის, ინსტიტუციური განვითარებისა და საქმიანობის მუდმივი გაუმჯობესების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის
ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

09:00 11-02-2026
ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved