• რეკლამა
  • კონტაქტი
08:51, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცესკო” “იმედის” მსხვილი სარეკლამო დამკვეთი – ტელევიზიების სარეკლამო დამკვეთები 2025 წლის მესამე კვარტალში

ალია ავტორი - ალია
15:56 12-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
501

2025 წლის III კვარტალში, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 29.3 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ჯი-დი-ეს“-ის, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ.

ამჯერად, მსხვილ სარეკლამო დამკვეთთა შორის სახელმწიფო უწყებებიცაა, მათ შორის “ცესკო” და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

„ტელეიმედის“ რეკლამის დამკვეთი კომპანიები:

რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 500 000 ლარზე მეტი გადაუხადეს, იყვნენ: „მეამა“, „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენს“ და „შპს ორბი ჯგუფი მილენიუმ“.

100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე კი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „ვიმ ბილ დან საქართველო“, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო“, „პსპ ფარმა“, „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია“, „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ და „ნესტლე საქართველო“ ხარჯავდნენ.

„რუსთავი 2“-ს (მედია ჰოლდინგი) სარეკლამო დროში

500 000 ლარზე მეტი „მეამამ“ გადაუხადა. 100 000- დან 500 000 ლარის ფარგლებში „შპს ორბი ჯგუფი მილენიუმი“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ იხდიდნენ. „ავერსი ფარმამ“, „ვიმ ბილ დან საქართველომ“ და „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“ კი 50,000- დან 100,000 ლარამდე გადაიხადეს. 7 000-დან 50 000 ლარამდე „პსპ ფარმამ“, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსმა“, „მაგთიკომმა“ და „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ დახარჯეს.

ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს“-ს

რეკლამაში 500 000 ლარზე მეტი „მეამამ“ და „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენსმა“ გადაუხადეს. 100 000-დან 500 000 ლარამდე დახარჯა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“. ხოლო კომპანიები, რომლებმაც მაუწყებელს სარეკლამო დროში 7 000-დან 50 000 ლარამდე გადაუხადეს, იყვნენ: „ვიმ ბილ დან საქართველო“, „აიდიეს ბორჯომი თბილისი“, „GlaxoSmithKline Consumer Healthcare Sp. z o.o“, „კოლგეიტ პალმოლივი“, „ლაქტალის ჯორჯია“, „ნესტლე საქართველო“ და „იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო“.

რაც შეეხება „პოსტვ“-ის,

მაუწყებელს 2025 წლის III კვარტალში 500 000 ლარზე მეტი „მეამამ“ გადაუხადა. 100 000-დან 500 000-მდე ლარის ფარგლებში „შპს ბუმბა“, „შპს ჯეოკეპ“, „ვისოლ ავტო ექსპრეს“, „შპს ბუნებრივი აირი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ და „სტერეო +“ ხარჯავდნენ. კომპანიებმა „შპს სოლუშენ გრუპმა“ და „ტიფლის ფაბმა“ სარეკლამო დროში 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაიხადეს. 7 000-დან 50 000 ლარამდე თანხას იხდიდა „შპს ჩემი ნენა“.

„ტელეკომპანია პირველის“ დამკვეთ კომპანიებს,

რომლებიც მაუწყებლის სარეკლამო დროს 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში ყიდულობდნენ, „შპს მერკადო“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ წარმოადგენდნენ. 50 000-დან 100 000 ლარამდე კი „პსპ ფარმა“ და „შპს გეოპლანტი“ იხდიდნენ. ამავე პერიოდში, 7 000-დან 50 000-მდე ლარი „ალტა რითეილერმა“, „ვაზისუბნის მამულმა“, „შპს პირველმა მეღვინეობამ“, „სილქნეტმა“, „შპს ეკო ინვესტმა“ და „ნოვამ“ დახარჯეს.

„ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში

რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ იხდიდა. 50 000-დან 100 000-მდე ლარის ფარგლებში კი „შპს გეოპლანტი“, „ვაზისუბნის მამული“ და „პსპ ფარმა“ ხარჯავდნენ. კომპანიები „თიბისი ბანკი“, „შპს მერკადო“, „მაგთიკომი“, „შპს ელდრაივი“, „პრო მედია“ და „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია“ კი რეკლამაში 7 000-დან 50 000 ლარამდე იხდიდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved