• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წელიწადში 3 ლარად” – მიწები საპატრიარქოსგან და 14 ბიზნესი – როგორ გადასცეს ეკლესიის მიწები ჯაღმაიძის შვილს

ალია ავტორი - ალია
21:30 12-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,784

“ტვ პირველის” ინფორმაციით, საპატრიარქოს მიწები, მამა ანდრია ჯაღმაიძის შვილს ბიზნესისთვის 20 წლით გადასცეს.

ტერიტორიებზე, რომელიც სახელმწიფომ საპატრიარქოს სკოლების ასაშენებლად აჩუქა, ჯაღმაიძის შვილი ავტოსამრეცხაოებსა და პროფილაკტიკას ააშენებს.

„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტს ხელს პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი  და მღვდლის შვილი გიორგი ჯაღმაიძე აწერენ. 2022 წლის 9 თებერვალს გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსათვის ნაჩუქარი ტერიტორია ლიბანის ქუჩაზე საპატრიარქომ იჯარით, მამა ანდრია ჯაღმაიძის უფროს ვაჟს კვადრატული მეტრი წელიწადში 3 ლარად მისცა.

მედიის ცნობით, საპატრიარქოს გავლენიანი მღვდლის, ანდრია ჯაღმაიძის შვილი 14 კომპანიის მესაკუთრეა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყველა ეს კომპანია ან გიორგი ჯაღმაიძის სახელზეა გაფორმებული, ან წილს ფლობს ან დირექტორია.  გავლენიანი მღვდლის ვაჟის სახელზეა სრულიად სხვადასხვა სახის ბიზნესი, რძის პროდუქტების წარმოებით დაწყებული, ავტოსერვისით დამთავრებული.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრიია ჯაღმაიძე პრემიერის წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს მისი შვილებისთვის რუსული პასპორტების გაკეთებას და რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებაში დახმარებას სთხოვდა. სუს-ის ჩანაწერების მიხედვით ჯაღმაიძე ზურაბ აბაშიძეს ეუბნებოდა, რომ მისი მშობლები რუსეთის მოქალაქეები არიან და ხომ არ გაუმარტივდებოდა ამის გამო მის სამ შვილს რუსული პასპორტების აღება.

სახელმწიფგო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ანდრია ჯაღმაიძე შვილებისთვის რუსული პასპორტების დამზადებას, 2021 წლის 15 თებერვალს ცდილობდა. უცნობია, მიაღწია თუ არა მიზანს.

თეგები: ანდრია ჯაღმაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved