• რეკლამა
  • კონტაქტი
03:05, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წავიდა და დაგვიტოვა ერთი წამი, ის წამი, სადაც ყველამ ვიცით საკუთარი თავი… – კეკელიძე დოჩანაშვილზე

ალია ავტორი - ალია
15:32 04-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

ეპოქალური დანაკარგების დღეებია – ერთი გიგანტური ქართველის დაკრძალვის დღეს, მეორე გიგანტური ქართველი დავკარგეთ.გურამ დოჩანაშვილთან, უკიდურესად მოკრძალებულ ბინაში, თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ, თუ გინახავთ ეს საოცარი მწერალი, როგორ ასხამდა ჩაის, როგორ ჭრიდა პურს მის საყვარელ მეუღლესთან, ნათელასთან ერთად, როგორ უწყლიანდებოდა თვალები სრულიად უბრალო ამბების თხრობისას, მიხვდებოდით – ასეთი ადამიანები ბავშვობიდან კი არ მოდიან, საერთოდაც არასდროს მიდიან ბავშვობიდან. ასეთი ბავშვებს უზარმაზარი ამბები ახლავთ ხოლმე თან – პროკლამაციის გაკვრისთვის დაჭერილი ახალგაზრდა გურამი, მოგვიანებით მოიგონებს, როგორ თათბირობდნენ მეგობრები ბინაში, მათ შორის კოსტავა და გამსახურდია, როგორ აშრობდნენ ახალდაბეჭდილ სველ ფურცლებს, როგორ დასხდნენ უნებლიედ და როგორ აყვათ შარვლებზე ფურცლები. ეს სცენა, ეს სასაცილო და ცოტა ყოფითი სცენა იყო ის მაგიური რეალიზმი, სადაც მერე დოჩანაშვილმა იცხოვრა და ბევრი გვაცხოვრა. ამ უცნაური სცენით დაიწყო ის დიდი ისტორია, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობამდე, გურამი კი დიდ ლიტერატურამდე მიიყვანა. კაატინგები ბლომად შემოხვდა, მაგრამ ამ კაცს ლიტერატურა უყვარდა და ლიტერატურა კიდევ კაატინგებს ისედაც გულისხმობდა. წავიდა და დაგვიტოვა ერთი წამი. ის წამი, სადაც ყველამ ვიცით საკუთარი თავი – სწორედ გურამმა გვისახსოვრა. უბრალოდ ჩვენ ამ წამის შემჩნევამდე ვიძინებთ ხოლმე.“„

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved