• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წავალ ახლა, თავს მოვიკლავ (უკაცრავად, კორექტურაა, უნდა იყოს “ხმას მივცემ”) და ისევ მოვალ” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:14 10-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სიტყვა “თვითმკვლელობის” ნაცვლად “შიმშილობა” უნდოდა ეთქვა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბიშვილი წლების წინ, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ მომხდარ ფაქტს იხსენებს და წერს:
„გაზეთ ლიტერატურულ საქართველოში გამოქვეყნდა თავის დროზე რაღაც პასკვილი სადაც ეწერა, რომ ისეთი ავგიას თავლა გვაქვს პოლიტსპექტრში, აქილევსიც ვერ გაწმენდსო. 
ხოლო როდესაც კრიტიკოსებმა დასცინეს, სად ავგია და სად აქილევსიო, შემდეგ ნომერში გამოქვეყნდა შესწორება: ბოდიშს გიხდით, პატარა კორექტურა გაგვეპარა, წერია აქილევსი და უნდა იყოს ჰერაკლეო,“- წერს ანალიტიკოსი და პარალელს პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებასთან ავლებს.
„ჰოდა, ასეა ამის შიმშილობის და თვითმკვლელობის ამბავი. 
P. S. ეჰ, წავალ ახლა, თავს მოვიკლავ (უკაცრავად, კორექტურაა, უნდა იყოს “ხმას მივცემ”) და ისევ მოვალ,“- წერს დავით ზურაბიშვილი.

ცნობისათვის, პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას – „თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას,“- საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
მოგვიანებით, პრემიერმა განმარტა, რომ საუბარი შიმშილობაზე იყო და არა თვითმკვლელობაზე. „ბუნებრივია, მე გუშინ ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიცია განსაზღვრულია კანონმდებლობაში. ამაზე მქონდა მე საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და შეიძლება, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved