• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„წარმოვიდგინოთ, ეს ყველაფერი რომ ამოუვიდა ყელში ამერიკის ხელისუფლებას და გვითხრეს, თავად მიხედეთ თქვენს საქმესო, რა მოხდება?“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
21:21 10-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
440

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

– ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკაში იყო ვიზიტით და გაერო-ში გამოსვლისას აშკარად შერბილებული რიტორიკა ჰქონდა, ამერიკა და დასავლეთი არ გალანძღა. რამდენიმე დღის წინ,  ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი ჯენკინსი ჩამოდის თბილისში, პარალელურად კი, ხელისუფლება აძლიერებს ამერიკის მაგინებელ დეპუტატებს, რომლებიც ოთხნი იყვნენ და „ქართული ოცნებიდან“ კიდევ 5 დეპუტატი შეაშველა, ახლა 9 კაცი ერთად შეუტევს ამერიკას და მის ელჩს. რა ხდება, დაბალანსების პოლიტიკას აწარმოებს ივანიშვილი? რა პოლიტიკურ  თამაშთან გვქვს საქმე?

– ეს მარტივი თამაშია, ამათი ვირეშმაკული თამაშია და  რაღაც ჩახლართული ჭადრაკული სვლები არ არის გათვალისწინებული. ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა ამერიკაში, გაერო-ში გამოვიდა სიტყვით და ახლა იქ ვერ დაიწყებდა რუსეთის ქებას და ამერიკის კრიტიკას. თან, იცოდნენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უნდა ჩამოსულიყო თბილისში და ტაქტიკური თვალსაზრისით, შეარბილა რიტორიკა ღარიბაშვილმა, გაერო-ში ზომიერი გამოსვლა ჰქონდა. თუმცა, ეს იყო ფარსი, წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი, რომელიც გადააბალანსეს პარლამენტის ანტიდასავლური ჯგუფის გაძლიერებით, ოთხნი გახადეს ცხრანი, ზედ ტელევიზია მიამატეს, „პოსტივი“ და ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, სუს-იდან იღებენ ხელფასს. ამ გაძლიერებულმა გუნდმა,  უკვე შეუტია ამერიკას. ამას ირაკლი კობახიძის ანტიამერიკული რიტორიკაც უნდა დავუმატოთ, რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს. ხელისუფლებას იდეოლოგიური ომი აქვს გამოცხადებული ამერიკის წინააღმდეგ. სხვათაშორის, ამ ტიპის  იდეოლოგიურ ომს ბელარუსის პრეზიდენტი, ლუკაშენკო არ ეწევა ამერიკის წინააღმდეგ. ხელისუფლება პირდაპირ კრემლის იდეოლოგიურ  ხაზს ავითარებს. პუტინის გამოსვლა ხომ გახსოვთ, ვიდრე  უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების აღიარებას მოახდენდა. რაც თქვა მაშინ პუტინმა, ამათ იგივე თქვეს, რომ ამერიკა  არის იმპერიალისტი, რომელიც პატარა ქვეყნებს იყენებს საკუთარი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად. ზუსტად ერთი-ერთში გაიმეორეს პუტინის ეს სიტყვები „ქართული ოცნებიდან“ ვითომ წამოსულმა და ივანიშვილის მართულმა დეპუტატებმა. ცალსახად კრემლის ადმინისტრაცია მართავს ჩვენს ქვეყნას. ამ დროს, ამერიკის გეო-სტრატეგიული ფაქტორი განაპირობებს ჩვენს დამოუკიდებლობას, თორემ ჩაგვყლაპავდნენ მარტივად. ჩვენი სახელმწიფოებრიობა უკვე დასრულებული იქნებოდა. წარმოვიდგინოთ, ეს ყველაფერი რომ ამოუვიდა ყელში ამერიკის ხელისუფლებას, უარი თქვა ჩვენთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ჩაიქნია საერთოდ ხელი. დავუშვათ და გვითხრეს, თავად მიხედეთ თქვენს საქმესო, რა მოხდება?  ამ ქვეყანას მთლიანად დაეპატრონება რუსეთი და ამერიკის, დასავლეთის მხარდამჭერებს, საქართველოში აღარ დაედგომებათ. ეს უნდათ, რომ  მოხდეს. ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უნდათ, რომ ქვეყანა ჩააბარონ რუსეთს და აქ დასავლეთის გავლენა მთლიანად მოსპონ.

– ამერიკის არ აღიარების პოლიტიკის წყალობით არის, რომ რუსეთის მიერ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები თავად რუსეთისა და რამდენიმე კვაზი-სახელმწიფოს გარდა არავის უღიარებია. ამერიკამ არ აღიარების პოლიტიკაზე უარი რომ თქვას, სხვა სახელმწიფოებმა, შესაძლოა, ერთი-მეორის მიყოლებით აღიარონ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და სამუდამოდ დავკარგოთ. ამდენიც  არ ესმით ამ ვაი-პოლიტიკოსებს?

– ამერიკის კონგრესს მიღებული აქვს სპეციალური კანონი, რომ  ვინც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს აღიარებს, იმ ქვეყნებს ავტომატურად დაუწესდებათ სანქციები და გაუუარესდებათ ურთიერთობა ამერიკასთან. ახლა დასამალი არავისთვის არის, ამერიკა დიდწილად  განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას და ამ სანქციებს ევროკავშირიც შეურთდება. ასევე, მსოფლიოს კიდევ უამრავი ქვეყანა უწევს ამერიკის სურვილს, ანგარიშს მსოფლიოს ოთხივე კონტინენტზე. რამხელა კოზირი მოგვცა ამერიკამ ამ საკითხში, ამას დანახვა ხომ უნდა? ამერიკამ, რომ უკან წაიღოს ეს არ აღიარების პოლიტიკა, კონგრესმა ის კანონი გააუქმოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? ერთ დღეში შეიძლება ოცმა სახელმწიფომ აღიაროს ჩვენი ოკუპირებული რეგიონები და მერე ეს პროცესი აღარ გაჩერდეს. ნაურუ და ტუვალუ კი არა, მართლა დიდი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოები აღიარებენ. ესენი კიდევ, ბოდიში მომიხდია და ისევ რუსეთს ეტენებიან და ამერიკას, მის ელჩს უკანასკნელი სიტყვით ლანძღავენ.

ერთსაც ვიტყვი და დავასრულებ. ამ ქვეყანას ჰყოლია ისეთი მმართველები, ჰქონია მართვის ისეთი სისტემები, რომლებიც კარგი იქნებოდა, არ გვყოლოდა და არ გვქონოდა. თუმცა, ყველა ხელისუფლების დროს იყო განცდა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნებოდა, შეიცვლებოდა ხელისუფლება და ხალხს პერსპექტივა გაუჩნდებოდა. საზოგადოებაში ყოველთვის იყო ბრძოლის ჟინი და იმედი, ხელისუფლების შეცვლისა. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, ყველაზე საშინელი რაც შექმნა, ეს არის ხალხის გაუცხოება საკუთარი ქვეყნის მიმართ, აბსოლუტური ნიჰილიზმისა და უპერსპექტივობის ფსიქოლოგიური განცდა საზოგადოებაში, რაც საბოლოდ დაშლის და ბოლოს მოუღებს ჩვენს ქვეყანას. საზოგადოება, ოჯახი არის ფსიქოლოგიური კავშირი უპირველეს  ყოვლისა და ამას ეფუძნება ინსტიტუციები, მერე აყალიბებს პოლიტიკურ სისტემას, კანონმდებლობას, წესებს, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. თუ ეს ფსიქოლოგიური განცდა არ არის, იქ გამორიცხულია პროგრესი, იქ ვერც ოჯახი შენარჩუნდება, ვერც საზოგადოება და ვერც სახელმწიფო. დღეს ქართველს გაუცხოება აქვს საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს მიმართ და იმიტომაც გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან. აგერ, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები გარბიან, ათასობით ადამიანზეა ლაპარაკი, მოქმედი მოსამართლე გაიქცა ამერიკაში სამუშაოდ, მმართველი პარტიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დიდ ბრიტანეთში წავიდა სამუშაოდ. ჯერ არ ახმაურებენ ამ ამბავს, მაგრამ უტყუარი ინფორმაციაა. დაიცალა ქვეყანა ქართველებისგან და თუ ასე გაგრძელდა, დემოგრაფიული მდგომარეობა შეიცვლება და რამდენიმე წელში, ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით ჩვენსავე ქვეყანაში. არ დაგვავიწყდეს, რამდენი უცხოტომელი შემოვიდა და დარჩა საქართველოში, ახლა რუსების პირდაპირ შემოსევა გვაქვს და აგერ, ირანში არსებული მდგომარეობის გამო, ირანელებიც ბევრნი შემოდიან. უცხოეთში წამსვლელი ჩვენი მოქალაქეების რიცხვი კი მატულობს და მატულობს. სამშობლოს გვაკარგვინებს ქართველებს, ეს მოღალატე პათოლოგი ბიძინა ივანიშვილი. მეტი რაღა უნდა დაგვიშაოს ამ მანიაკმა?!

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved