• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა დაფიქსირდა” – რა ფოტოებს ავრცელებს ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
14:29 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
376
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:
“წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (ანუ მცირე) ეკლესიაში წინამძღვრის, დეკანოზ ისე (საერო სახელი – ბაღდო) არხოზაშვილის ხელმძღვანელობით 2019 წელს:
1) აღნიშნული თავხედობისა და მავნებლობის შედეგად განადგურდა თავადი სუმბათაშვილების, მათ შორის ცნობილი გენერალ მიხეილ სუმბათაშვილის, მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, მით უფრო, რომ ეს ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო.
2) მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულ იქნა ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად დაიფარა ტაძრის ავთენტური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა, რაც ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება და უმძიმესი დაზიანება.
ფოტოზე: საფლავთმაოხრებელი ქვაბავაზაკი დეკანოზი ისე არხოზაშვილი განადგურებულ და მომეტლახებულ საფლავებზე მდგომი.
ეს ამბავი 2020 წელს აღმოვაჩინე და მივაწოდე თეოლოგ გ. ტიგინაშვილს გამოსაქვეყნებლად, რადგან ჩემი მუდმივი კრიტიკული აქტივობების გამო საპატრიარქო მუდამ აწუხებდა ჩემს ეპისკოპოსს და ჩემ დასჯას ითხოვდნენ, ამიტომ მოვერიდე ზედმეტ დაძაბულობას.
ატყდა დიდი სკანდალი მედიაში, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ყველაფერი ჩაიფარცხა და მივიწყებას მეცა, ხოლო ვანდალი მღვდელი ისე ისევ მაგ ტაძრის წინამძღვარია. ესაა ჩვენი საპატრიარქოს და პირადად ილია მეორის, თბილისის მთავარეპისკოპოსის რეალური სახე???
ეს უვიცი და ველური მღვდელი არხზაშვილი პროფესორად ჰყავდა ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის გრემის სასულიერო სემინარიაში (საპატრიარქოს მორიგი არაკრედიტირებული და არაავტორიზებული ფსევდო სასწავლებელი, ფულის საჭრელი სტანოკი). რას ასწავლიდა ან ასწავლის იქ მომავალ მღვდლებს ბაღდო?! ალბათ საფლავთმაოხრებლობის ტექნოლოგიებს.
წარმოგიდგენთ შესაბამის ფოტომტკიცებულებებს ჩადენილი უდიდესი მორალური, ანტიქრისტიანული, სისხლისსამართლებრივი და ეროვნული დანაშაულის შესახებ. ფოტოები ქრონოლოგიურადაა და მიხვდებით რა იყო და რა მოხდა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-თან გაკეთებულ კომენტარში, ნავთლუღის წმ. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარმა – დეკანოზმა ისე არხოზაშვილმა, მის მიერ ჩატარებულ ვანდალურ სამუშაოებზე გასაოცარი უტიფრობითა და დემაგოგიით განაცხადა:
“ტაძრის კედლები იყო დანგრეული, დაბლიდან ამოდიოდა ქვეწარმავლები, გველები შემოდიოდა ეკლესიაში. ჩვენ ამ საფლავზე გამოვაცხადეთ სოციალურ ქსელში, სუმბათაშვილებს გთხოვთ, მობრძანდეთ, რომ ჩვენ გვინდა ამ იატაკის რესტავრაცია და როგორ გავაკეთოთ, თქვენ წინადადებებს ველოდებით. ველოდეთ 8 თვე. 8 თვეში მოვიდა ერთი პატარა 16 წლის გოგო, მეტი არავინ გამოჩენილა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ქვეწარმავლები რომ აღარ შემოსულიყო ეკლესიაში, დაგვეგო რაღაც, იატაკი ხომ უნდა გაგვეკეთებინა?! თუ ვინმეს არ მოსწონს, მე დღესვე შემიძლია ეს ყველაფერი ავგავო. ეს სამუშაოები მამა გიორგი ტაბაღუამ დაიწყო. მე არ მიფიქრია, თუ საბუთები არ არსებობდა”.
შეუძლებელია მკვდარ კაცს, მღვდელ გიორგი ტაბაღუას დააბრალოს ეს ავი საქმე, მაშინ როცა წინამძღვარი თავად იყო და არა აწ განსვენებული ტაბაღუა.
ან თუ საქმის კურსში არ იყო, აბა ის რვა თვე სუმბათაშვილებს როგორ ელოდებოდა? ან “ქვეწარმავლების ამოსვლის” გამო საფლავები უნდა დააბეტონოს? რა არის ეს თუ არა მზაკვრობა, უზნეობა და სიცრუე?
რაც შეეხება ხსენებულ მამა გიორგი ტაბაღუას, იგი წლების წინ გარდაიცვალა. ამასთან, ის იყო მამა ისეს წინამძღვრობის ქვეშ და თავად ვერანაირად ვერ გასცემდა სამუშაოების შესრულებაზე “კურთხევას”?! ასე, რომ საკუთარ სამართლებრივ დანაშაულს ახალი მორალური მავნებლობაც დაამატა დეკანოზმა ისემ!”
თეგები: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved