• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წარმოიდგინეთ საჰაერო თავდაცვამ თავისივე ქვეყანას რომ დაუშინოს ყველა რაკეტა”

ალია ავტორი - ალია
13:37 05-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“მოგვატყუეს, უდიდესი ბლეფი – გაიგონებთ დღეს ხშირად კორონას შესახებ. და ცხადია ამის მთქმელი ყოველთვის არის მედიცინაში აბსოლუტური დილეტანტი. ეს განსაკუთრებით ხდება იმ ქვეყნებსა თუ მხარეებში, სადაც კორონა მიზეზთა გამო არ განვითარებულა თავისი მძიმე და უმძიმესი ფორმებით.

არადა, პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ ურთულეს და უვერაგეს ვირუსთან აქვთ საქმე, რომელთან შედარებით კომპლექსური გრიპიც უბრალოდ თამაშია. ეს არის უაღრესად ჩახლართული მექანიზმის მქონე დაავადება, რომელიც რაღაც მანქანებით იწვევს სისხლძარღვთა კედლების უმძიმეს ანთებას, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის შედედების კასკადის სრულ მოშლას, თრომბების გაჩენას, სხვადასხვა ორგანოებში ქსოვილის ნეკროზს, მიკროინფარქტების, ანუ მკვდარი უბნების წარმოქმნას, იმუნური, დაცვითი სისტემის ისეთ უცნაურ მოშლას, რომ თავად საკუთარ სხეულს უტევს თავდაცვითი კასკადი;

წარმოიდგინეთ, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოულოდნელად თავად იმავე ქვეყანას რომ დაუშინოს ყველა რაკეტა. დიახ, ეს არის კორონა, თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ცბიერი და რთული ვირუსი, რომელსაც შეუძლია ეფექტურად გადააწყოს საკუთარი თავდაცვის სისტემა წამლების წინააღმდეგ, არაერთელ “წაიკითხოს” შემთხვევით, ან წამლის გავლენით შეცდომით “დაბეჭდილი” საკუთარი ასლები და გამოასწოროს ეს ხარვეზები. ეს არის ობიექტური მიზეზი იმისა, რომ ამ ეტაპზე ამერიკის სამხედრო სისტემამ სამუდამოდ აუკრძალა იმ კორონაგადატანილ ახალგაზრდებს სამხედრო სამსახური, რომლებიც დაავადების მძიმე ფორმის გამო ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ. არავინ იცის ამ ვირუსის ზეგავლენის შორეული შედეგები. და დიახ, პანიკა საჭირო არ არის, რადგან ასეთი გართულებები ჯერჯერობით უცნობი, მაგრამ არამაღალი სიხშირისაა, მაგრამ ეს არის უდავო ფაქტი.
მსოფლიო უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას; ეს გარდაუვალია, მაგრამ როგორ ხდება ეს დღეს?


სრულიად ქაოტურად; იმპულსურად, ყოველგვარი მეცნიერული მიდგომის გარეშე. არის ეს საზოგადოების ბრალი? არანაირად!
ეს არის მათი ბრალი, ვინც სრულიად “ჩააგდო” პანდემიის მართვის პროცესი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში. მასის ნდობის დაბრუნება ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა.


ტურისტებისათვის უნდა გაიხსნას სეზონი, მაგრამ, შესწავლა უნდა კონტინგენტს, ქვეყნებს, საიდანაც ეს ტურისტები შემოვლენ. ისევე როგორც ჩინეთის ამბები არ იცის ობიექტურად მსოფლიომ, ასევე რუსეთის. მაგალითად, როგორ განვითარდა ეს ვირუსი რუსეთში, რა სისასტიკით, როგორი იყო მძიმე და უმძიმეს პაციენტთა ხვედრითი წილი, რა პოტენცია არსებობს იმისა, რომ ტურისტები ვირუსის სახიფათო დოზებს თუ მუტანტ შტამებს შეიტანენ ამა თუ იმ ქვეყანაში, რა დაჯდება მათი შემოწმება სწრაფი ტესტებით… – ეს და არაერთი სხვა ლოჯისტიკური შეკითხვა ჰაერშია გამოკიდებული და შემდგომი მოქმედებები ისევ იღბალზეა გათვლილი და არა მეცნიერულად გათვლილ რისკ/სარგებლიანობის შეფარდების კოეფიციენტზე. უაზრო შეზღუდვები, კიდევ უფრო უაზრო ახალი კანონები, საკუთარ რეკომენდაციებსა და წინასწარმეტყველებებში აბურდული ექსპერტები; აგრესიული, დილეტანტი პოლიტიკოსები…

ისევ ხელის ცეცებით მიდის წინ მსოფლიო. გაბრაზებული, დაბნეული, მაგრამ გაჯიუტებული. – აი ამერიკაშიც ასე ხდება – იტყვის მავანი. კი ბატონო, ხდება, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ფატალური შეცდომების დაშვების ფუფუნება და არიან ისეთებიც, რომლებსაც არა აქვთ. რა მოხდება? არავინ იცის. იმედია გაამართლებს ბრმა იღბალი …”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved