• რეკლამა
  • კონტაქტი
23:51, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„წარღვნა დაწყებულია“ – მეუფე დანიელი

ალია ავტორი - ალია
19:00 02-23-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

„წარღვნა უკვე დაწყებულია, ცოდვის ღვარცოფი მატულობს და ცდილობს მორევში ადამიანები ჩაძიროს”,-ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს იქნება ეკლესია, რომელიც აჩვენებს მთელ მსოფლიოს მაგალითს.

„დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყველას მოუწოდებს მართლმადიდებელთა ოჯახში შევიდეს. ისევე, როგორც კიდობანში შესული მართლმადიდებელი ნოეს ოჯახი გადარჩა, მართლმადიდებელ ეკლესიაში შესული სამწყსო გადარჩება. წარღვნა უკვე მიმდინარეობს, დაწყებულია. ეს არის არა ფიზიკური წარწყმედა ადამიანთა, არამედ სულიერი. ცოდვის ღვარცოფი სულ უფრო და უფრო მატულობს და ცდილობს ჩასძიროს ამ მორევში ადამიანები. ჩვენი პატრიარქი, ვითარცა ნოე დგას და მოგვიწოდებს, რომ ჩვენ მოვემზადოთ და დავმკვიდრდეთ დედა ეკლესიის წიაღში. არის წინასწარმეტყველება, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს იქნება ეკლესია, რომელიც აჩვენებს მთელ მსოფლიოს მაგალითს. დღეს თქვენ ხედავთ, რომ არა მარტო მართლმადიდებლური სამყარო, პატრიარქის ავტორიტეტს ძალიან დიდ ანგარიშს უწევს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სამღვდელოება, მრევლი. მას მიიჩნევენ დღეს მთავარ სულიერ ავტორიტეტად. ასევე, კათოლიკური და პროტესტანტული, არაქრისტიანული სამყარო – მუსულმანური, იუდეველთა სამყარო, ყველა აღიარებს ამ პიროვნების ძალიან დიდ სულიერებას. სწორედ მართლმადიდებელი ოჯახის სულიერი ავტორიტეტი, პატრიარქი დგას და აშენებს სულიერ ტაძარს, რომ ჩვენ გადავურჩეთ ამ წარღვნას” – განაცხადა მეუფე დანიელმა.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved