წალენჯიხაში, მდინარე ჭანისწყალში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.
უწყვეტი სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა 45 წლის ირაკლი მაქაცარია მდინარის ფერდზე იპოვეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მდინარეში ქალისა და 2 ბავშვის გადასარჩენად შევიდა – მან დედა-შვილის გადარჩენა მოახერხა, თუმცა თავად დინებამ წაიღო.











კომენტარები