• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წალენჯიხა სასწრაფო რეაგირებას ითხოვს – სამინისტროს შეუსრულებელი პირობა და საფრთხე, რომელიც ჯვარს ემუქრება

ალია ავტორი - ალია
22:31 05-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
561

ქალაქი ჯვარი, რომელიც, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ადგილობრივი მმართველობის პერიოდში, როგორც იქნა, თავისი 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელით 24-საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლითაა უზრუნველჰყოფილი, შესაძლოა, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს. 

ენგურჰესის კაშხალი წყალმოვარდნების დროს უშვებს გარკვეული რაოდენობის წყალს, გამომდინარე იქედან რომ ენგურის კალაპოტი ამოსაწმენდია და ჯებირები დასაყენებელი, კაშხალიდან გამოშვებული წყლის ნაკადი საფრთხეა წყალსაქაჩებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შარშან, წალენჯიხის მერიამ შეატყობინა ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მოითხოვა სასწრაფო რეაგირება, სამინისტროს პირობა პირობად დარჩა და სამუშაოები არც კი დაწყებულა. 

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა:

??“ვიმყოფებით ქალაქ ჯვარში, წყალსაქაჩ, მთავარ სადგურის ტერიტორიაზე და როგორც ხედავთ, სადგური დატბორვის საშიშროების პირასაა. ყოველი წყალუხვობის დროს, ენგურიდან შემოედინება წყლის ნაკადი, რომელიც საშიშროებას უქმნის ამ ტერიტორიაზე განთავსებულ რვავე წყალსაქაჩ სადგურს და მოსალოდნელია სადგურებში განთავსებული ელექტროსადენების მწყობრიდან გამოსვლა, რაც აღსადგენად შემდეგ არის ძალიან რთული და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი შემთხვევის დროს ჯვარი წყალმომარაგების გარეშე დარჩება და თვეები დასჭირდება მის შემდგომ აღდგენას.

ჩვენ, ჯერ კიდევ შარშან, გამაფრთხილებელი წერილი მივწერეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აღვწერეთ აღნიშნული რეალობა და ვთხოვეთ სასწრაფო რეაგირება, მაგრამ მივიღეთ მხოლოდ პირობა, საპროექტო სამუშაოების დაწყებისა, საქმე კი არ დაძრულა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ დროში გაწელვა მისი არ შეიძლება, რადგან ავარიული სიტუაცია შეიძლება დადგეს ნებისმიერ დროს და ვიმეორებ, ჯვარი დარჩება წყალმომარაგების გარეშე და ის შესანიშნავი პროექტი, რომელიც განხორციელებულია ფაქტიურად შეიძლება ცუდად დასრულდეს.

ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ლოკაციაზე, სადაც ენგურმა გაარღვია ჯებირი და წყლის დიდი ნაკადი წავიდა წყალსაქაჩის მიმართულებით. ეს ნაკადი უქმნის საშიშროებას ჭაბურღილებს და აუცილებელია გადაიკეტოს მიმართულება, ამოიწმინდოს ენგურის კალაპოტი და გაკეთდეს დაცვითი ზღუდე.

მივმართავ საქართველოს მთავრობას, ეს არის გადაუდებელი საკითხი, გადაუდებელი აუცილებლობა, ამიტომ საგანგებო რეჟიმში უნდა მოხდეს ამ პროექტის დამუშავება და ამ საკითხის სასწრაფო გადაჭრა, რათა ჯვარი წყალმომარაგების გარეშე არ დარჩეს. ენგურჰესის კაშხალი წყალმოვარდნების დროს უშვებს გარკვეული რაოდენობის წყალს, ეს აუცილებელი სტანდარტიცაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ენგურჰესის დირექციასთან, ვთანამშრომლობთ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და მონიტორინგის შესაბამისად, გარკვეული პირობებით მდგომარეობა შენარჩუნებულია, მაგრამ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვახლევს. აუცილებელია გაიწმინდოს ენგურჰესის კალაპოტი, აუცილებელია თავდაცვითი შრე, ზღუდე, ჯებირი გაკეთდეს. უფრო დიდი წყალუხვობის დროს ენგურჰესი იძულებული იქნება გაატაროს მეტი წყალი, რაც იმ საშიშროებას დააყენებს, რომ ქვესადგურები დაიტბორება და ჯვარი წყალმომარაგების გარეშე დარჩება.”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved