ქ. ჯვარის 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24-საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი, -ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ “თაიმერთან” საუბარში განაცხადა. მისივე განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას.
“ამ წუთებში ქ. ჯვარში მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს”-აცხადებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი.
კომენტარები