წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ცნობით, 29 ნოემბერს ა (ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის საგანმანათლებლო განყოფილებამ ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში მოსწავლეთა მხატვრული თვითშემოქმედების ფოლკლორული დათვალიერება ,,წალენჯიხა 2025″ ჩაატარა.
მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ნინო კალანდია, მარინე შანავა, მანანა შანავა.
საღამოს ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე მაია მიქავა, მერიის თანამშრომლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ცენტრის დირექტორი თეო კვარაცხელია და სამეგრელო -ზემო სვანეთის ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარე რომეო ბულია.
ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს დიპლომები გადაეცათ.















კომენტარები