„ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსთან“, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე არ გამორიცხა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს და თქვა:
„უნდა დავეთანხმო კობახიძეს, რომ ნამდვილად ძალიან კარგად გამოიყენეს ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომა. წავიდნენ ახლა შარლ მიშელთან იჩივლონ, რომ ახლა კიდევ გადაგვაგდო „ქართულმა ოცნებამ“. რას ელოდებიან ვერ გეტყვით. რა მოლოდინი აქვთ? რას იზამს ბატონი შარლ მიშელი.
სერიოზული სილის გაწვნაა არა მარტო ოპოზიციისთვის, არამედ ბოდიში მომითხოვია და ბატონი შარლ მიშელისთვის. ძალიან სერიოზული სილის გაწვნაა ფასილიტატორებისთვისაც, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ მეგობარი ელჩები, რომლებიც მართლა ცდილობდნენ, რომ უკეთესობისკენ წარემართათ პროცესი, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ ისინი არ მუშაობენ ლიხტენშტაინში, ავსტრიაში და შვეიცარიაში, რომ საქართველოსთვის არ შეიძლება იმ რეცეპტებით იმუშაო რა რეცეპტიც ნორმალურია ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოში. ხომ უნდა გაითვალისწინო, რომ 90-იანი წლების რუსეთში ბანდიტიზმით ნაშოვნი ფულით გამდიდრებული კაცია ხელისუფლების სათავეში. 34% მშპ ქვეყნის უდევს ჯიბეში და მის მიერ არჩეული მარიონეტები მართავენ ქვეყანას.
გამოვა, რომ მათაც ვერ შეასრულეს თავისი სიტყვა. ისინი ხომ გარანტორები იყვნენ იმისა, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა, პროცესი ნორმალურად წარიმართებოდა. ახლა ისინი არ გრძნობენ თავს გადაგდებულად და მოტყუებულად?“
კომენტარები