• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წ-მ უთხრა, ეს გორსალები რომ დამიჩაგრე, აბა, მე თუ მომერევი, შე ხახაასახევოო… უკან არ დაიხია ყ-მ” – სიტყვის – “შეურაცხყოფა” – ფონეტიკური ისტორია

ალია ავტორი - ალია
20:22 10-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232

ფილოლოგი, ქეთევან ენუქიძე:

რა კარგად ვმეცადინეობდით… 
მინდა გიამბოთ სიტყვის – “შეურაცხყოფა” – ფონეტიკური ისტორიის შესახებ.
ადრე, უხსოვარი დროიდან, იყო ორი სიტყვა – შეურაცხი და ყოფა.
მერე ესენი შეუღლდნენ…
არიან ერთ სულ და ერთ ხორც, მაგრამ ისეთი ჩიქორთული ბგერები აღმოაჩნდათ, ანუ ისეთი მყრალი ხასიათი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს მათ ურთიერთობას.
არადა, ვინ ეკითხება ამათ?!
რა ვალდებულება აქვთ იმათ მიმართ, ვისაც წარმოთქმის და აღქმის პრობლემა აქვს?!
შეურაცხ+ყოფა!
აი, ასე!
მაგრამ საქმე ისაა, რომ შეცდომას განაპირობებს ერთი პიკანტური ამბავი…
ფონეტიკასაც აქვს პიკანტური ამბები (მაგალითად, ჰარმონიული ჯგუფი ტყ), მორფოლოგიასაც და სინტაქსი საერთოდ ეროტიკული პერვერტობის მამაა…
გინა დედა…
ვისთვის როგორ…
იყო დრო, “შეურაცხის” ორი ბგერა, ც და ხ ძალიან კარგად ეგუებოდა ერთმანეთს…
ერთი ფშვინვიერი, მეორე – უბრალოდ, დაბადებიდან ყრუ…
საბოლოოდ, მაინც ორივე ყრუ, სადღაც ბოლოში თვლემდა, მაგრამ მოვიდა “ყოფა”, შემოჯლიგინდა თავისი მკვეთრი, ცალეული ხახისმიერით და დაეტაკა იმ ორ უდარდელ მცონარას…
შედეგად, ისე დაარეტიანა, რომ ც-მ და ხ-მ საშველად იხმეს წ (წინანუნისმიერი სამეულის (ძწც), მეორე ლიდერი, გვერდითა სუფრის თამადა – ალავერდს ვისთანაც გადადიან ხოლმე, მკვეთრი და წიკვინა)…
დიახს’თ, მეგობრებო!
მაინც ცხ+ყ!
მესმის, რომ ამ სამის ერთად გამოთქმა ძალუმად გაჭირდა, მაგრამ ც-მ და ხ-მ აიფარეს უფროსი ძმასავით წამოშველებული, გაძალიანებული წ და ასე დაუხვდნენ აყელყელავებულ ყ-ს.
წ-მ უთხრა, ეს გორსალები რომ დამიჩაგრე, აბა, მე თუ მომერევი, შე ხახაასახევოო…
უკან არ დაიხია ყ-მ.
შენ თუ იდგები მანდ, ხო კაი, თუ არადა, მაგ ბოთეების დანახვაზე თავზედ ცეცხლი მედებაო!
მოკლედ, გადაწყდა:
წარმოთქმის დროს, ენაბრგვილობა რომ არ შეეყაროს კაცს, წ გამოვა ხოლმე სცენაზე, მაგრამ აფიშაზე ც და ხ არიან მოხსენიებული…
ასეთია ამ რთულხასიათიანი და აუცილებლად მოსახსენიებელი სიტყვის ფონეტიკური ისტორია და შეგიძლიათ თანაუგრძნოთ მის ტანჯვას და წამებას ქართულ მეტყველებასა და მართლწერაში…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved