• რეკლამა
  • კონტაქტი
03:55, კვირა, 18 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტრამპმა კუშნერს, მაკრონმა მარტა კოსს და საწვავი რომ 4 ლარი გახდა, ამაზე ბოლოს ეთერში ვინ დაიჩივლა?” – ლევან ხაბეიშვილის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
19:36 09-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
333
 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს

„ვინც რაც გინდათ, ის თქვით, მაგრამ ფაქტია, მიშა სააკაშვილი 7-10 დღე თავისუფლებაზე და უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს ქართველი ხალხი – უკანასკნელი “ქოციც” კი დარწმუნებულია ამაში. სანამ “აქოთქოთდებით”, გულში ჩაიხედეთ და ვფიქრობ, თქვენც იცით, რომ ასეა. ასევე, ერთადერთი და უპირობოდ გაუტეხელი, დაუმარცხებელი, პატრიოტთა გუნდი – „ნაციონალური მოძრაობაა“. ამ “შავი ჭირის” წინააღმდეგ ენმ-ს მეასედი გაიღოს ვინმემ და შემდეგ გაკიცხოს, გააკრიტიკოს ჩვენი პარტია. ჩემი უპირობო მხარდაჭერა, სოლიდარობა და სიყვარული ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს. ამ მძიმე პირობებშიც კი თავგანწირვით, უდრეკად შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ – შეუძლებელია ამის არ დანახვა!

ახლა კი უფრო ინდივიდუალურად დასანახი, შესაფასებელი. ბევრი დაინახავთ თქვენს თავს და ნუ მიწყენთ. ვცდილობ სიმართლე გითხრათ, სამარტოო საკნიდან. ყველა გახდა საგარეო ექსპერტი, გეოპოლიტიკის ანალიტიკოსი, საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი. მთავარია, საქმე არ მოსთხოვონ, ან მოქმედება და სამაგიეროდ, გაარჩევენ – რა თქვა მერცმა, რა ხდებოდა მაკრონ-ლეპენის შეხვედრაზე, ტრამპმა რა უთხრა კუშნერს და რა ზომის ფეხსაცმელი აცვია რომელიმე ევროპელ მაღალჩინოსანს. აბსოლუტური ლაი-ლაი! დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება. პირდაპირ ეთერში მისვლაც აღარაა საჭირო, პირდაპირ Coffee, ხალათზე “კასტუმი” და მიდი “აჭენავე”, გაარჩიე მადურო, ასადი, პუტინი.

საწვავი რომ 4 ლარი გახდა, ამაზე ბოლოს ეთერში ვინ დაიჩივლა, აღარ მახსოვს. 1 996 116 ადამიანს ბანკის ვალი აქვს და ოფიციალურად, კანონის სახელით წეწავენ! 18-22 და ზოგ შემთხვევაში 30%-ში აქვთ ვალი აღებული!!! 375 188 ადამიანი ამ სესხს ვერ იხდის! ოფიციალურად ვერ იხდის და არც ამ თემების გარჩევა მომისმენია! 2 თვეში ორი 17 წლის ბავშვი მოკლეს (❗) და ამაზეც გაკვრით თუ ისაუბრებს ვინმე. პროდუქტები თითქოს გაიაფდა, არავინ არჩევს არც ამას! 400-600-800 ლარზე რომ ასიათასობით ადამიანი მუხლჩაუხრელად მუშაობს და საკვებად არ ჰყოფნით – არც ამაზე კარგავენ დროს. ნარკოტიკებით რომ დაწამლეს სრულიად ახალგაზრდობა და სასიკვდილოდ იმეტებენ – ამაზეც და ა.შ. თუ წაიბუტბუტებენ. სათამაშო ბიზნესი მილიარდებს რომ “ახევს”, ყვლეფს გაჭირვებულ, უიმედო, სასოწარკვეთილებაში მყოფ ხალხს – არც ეს გამიგია! სამაგიეროდ: ტრამპმა კუშნერს, მაკრონმა მარტა კოსს და ა.შ.

ყველა ექსპერტი და შემფასებელია. და საქმე?! ხალხი?! რას ვაკეთებთ?! როდის?! გაზაფხული-შემოდგომა, რეჟიმი “მორყეულია”, ახლა ვმუშაობთ და…. და?! აიბზუებენ ახლა ცხვირებს და ჩვენ არ გვეხებაო, “ჩაიბურდღუნებენ” “კაი, ჩემო ძმაო”…. სამაგიეროდ, ამბიციები უშველებელი! თვალუწვდენელი! არ გეწყინოთ და დიდი სასაცილო ტიპები ხართ… რა ხდება “პირიქითა” საქართველოში?! იგივე! იქაც იმას არჩევენ, დაიქცა გერმანია, საფრანგეთი და რა კოლაფსი ელის აშშ-ს… იქითაც იგივე თემები აქვთ, უბრალოდ “სხვა კუთხით”.

იქითაც მთავარია, ქართველ ხალხზე არ ილაპარაკონ, იფიქრონ, იზრუნონ და სამაგიეროდ, დანიის დემოკრატიას იტირებენ.

გულწრფელად მეცოდება მებრძოლი ტელევიზიები! უანგაროდ შრომობენ, იბრძვიან და “პოლიტიკის” მოფიქრებაც ამ ხალხს უწევს…. “მოლაპარაკე თავები” კი არიან ლოდინის რეჟიმში – თავისით მოხდება რამე. მოსწონთ უკრაინის თავგანწირვა, ბრძოლა ქვეყნისთვის, მაგრამ თავად აქ ფარცხალაძე-ივანიშვილს ეგუებიან. თუ შანსი მიეცემათ, ბარამიძეს გაემიჯნებიან და თან კაკაოს “მოხვრეპენ”…. საქართველო ჩამოყალიბდა “მოლაილაე”, “მოექსპერტო”, კომფორტის “მოოპოზიციონერო”, “კლავიატურის ლომები” და მეორეს მხრივ დისიდენტური, მებრძოლი აქტივისტები. სანამ ლაი-ლაიდან საქმეზე არ მივდგებით, მანამდე ვიწუწუნებთ ეთერებში…. ყველა მინუს ბიძინა! გამბედაობა, საქართველოს გარშემო გაერთიანება და რაც შეგვიძლია იმის კეთება. ეს არის გამოსავალი! შიში უნდა გადაილახოს! ასე თუ იქნება, არც მე მოგიშლით ნერვებს აქედან“,

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved