• რეკლამა
  • კონტაქტი
16:49, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპის მაკომპრომეტირებელი ვიდეოჩანაწერები და ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის კონტაქტები მოსკოვთან – რა დოსიე გადასცა ყოფილმა მზვერავმა FBI-ს

ალია ავტორი - ალია
16:42 05-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ბრიტანეთის ყოფილმა მზვერავმა, ქრისტოფერ სტილმა, რომელიც ავტორია კრემლისა და აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავარაუდო გარიგების შესახებ ანგარიშისა, გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მეორე ასეთი დოკუმენტიც წარუდგინა – უკვე ტრამპის მმართველობის პერიოდში. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით.

სტილის პირველი დოკუმენტი მოიცავს 2016 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდს. The Telegraph-ის მოსაუბრეები მიიჩნევენ, რომ ყოფილ მზვერავს FBI-სთან კონტაქტი ჰქონდა ტრამპის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგაც.

წყაროების თანახმად, მეორე დოკუმენტი შეიცავს ახალ განცხადებებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ და ტრამპის მაკომპრომეტირებელ ვიდეოჩანაწერებს. გარდა ამისა, დოსიეში შესაძლოა იყოს ინფორმაცია ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის კონტაქტებზე მოსკოვთან.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ახალი დოსიე შეიცავს დაუმუშავებელ სადაზვერვო მონაცემებს, რომლებიც მოიპოვა სტილის კომპანია Orbis Business Intelligence-მა.

სტილის პირველი დოსიე 2017 წლის იანვარში გამოაქვეყნა გამოცემა BuzzFeed-მა. მასში ავტორი ამტკიცებდა, რომ დონალდ ტრამპს ბიზნესინტერესები ჰქონდა რუსეთში და რომ თითქოს რუსეთის სპეცსამსახურებს მასზე მაკომპრომეტირებელი მონაცემები მოეპოვებათ. Fox News-ი წერდა, რომ სტილი დოკუმენტის შედგენისას ემყარებოდა მონაცემებს, რომლებიც არ იყო რედაქტირებული.

სტილის პირველი დოკუმენტი საფუძვლად დაედო სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გამოძიებას აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე. მიულერი მივიდა დასკვნამდე, რომ მოსკოვი მართლაც ცდილობდა ტრამპის დახმარებას. მაგრამ რუსეთის ხელისუფლებასა და ტრამპს შორის გარიგების ნიშნები არ აღმოუჩენიათ.

რუსეთი უარყოფს უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: ტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved