• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, კვირა, 31 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრაილერის საჭესთან დაჯდომით, ბევრ ოცნებას ავიხდენ – ამ გზას გავყვები და ჩავალ ამერიკაში“- “მინიონების “ დამფუძნებელი,მეგი მექერიშვილი ტრაილერის საჭეს მიუჯდა

ალია ავტორი - ალია
12:51 02-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
648

ცოტა ხნის წინ ყველასთვის საყვარელი საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონები“ დაიხურა. მიზეზი საბანკო ვალდებულება გახდა, რომელიც ოჯახის წევრების დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათი კონფლიქტის შესახებ მედიასაშუალებებშიც აქტიურად განიხილება.

ამჯერად, მოგიყვებით ერთ-ერთ თანადამფუძნებელ მეგი მექერიშვილზე, რომელიც 38 წლის ასაკში საქართველოში ერთადერთი ტრაილერის მძღოლი ქალია.

ამ პროფესიამდე კი ის ჯერ ემიგრანტი, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნებული, საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი იყო.

მეგი მექერიშვილი „თბილისელებთან“ საკუთარ განვლილ გზაზე საუბრობს.

„ბავშვობაში ჩუმი, წყნარი და მოწესრიგებული ვიყავი. მიყვარდა ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში, ველოსიპედები, მანქანები. მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოდან ვარ. 13 წლის ვიყავი, მამამ გერმანიაში რომ დაიწყო სიარული. მანქანები ჩამოჰყავდა, ბიზნესი ჰქონდა. იმ პერიოდში დედას ძალიან სჭირდებოდა მანქანით გადაადგილება. ხან სხვა სოფელში იყო წასასვლელი, ხან ჩვენი პატარა მაღაზიისთვის პროდუქტი ჰქონდა მოსამარაგებელი. თავად ვერ აუღო საჭეს ალღო და მე მომიწია მანქანის ტარება. ასე რომ, 13 წლის ასაკში უკვე გამართულად ვმართავდი მამას „ჟიგულის“ ფირმის ავტომობილს. ბიძამ და ბიძაშვილმა მასწავლეს ტარება. არ დამავიწყდება, უკუსვლით უნდა გავსულიყავი, საკმაოდ ვიწრო ადგილას და მამამ მითხრა: თუ აქ ისე გახვალ, მანქანას არ გაკაწრავ, მანქანის გასაღებს გჩუქნიო. ისე გავედი, მანქანას მართლაც არაფერი დაზიანებია და მამამ, დანაპირები შეასრულა – 13 წლისას მანქანა მაჩუქა. სხვათა შორის, ჩემს პატარა ძმასაც ვასწავლე მართვა, მაშინ რვა წლის იყო (იცინის). 16 წლის გავხდი თუ არა, მართვის მოწმობა ავიღე – B და C კატეგორია.

ჩემი მეგობარი გოგო არის ამერიკაში და იქ იწყებს ტრაილერის მართვის სწავლას. მან მომცა იდეა, სინჯე, მანდ და თუ გამოგივა, მერე ჩამოდი, რასაც მანდ წვალობ, აქ არ იწვალებ, ადამიანური ცხოვრება გექნებაო. ჭკუაში დამიჯდა, გადავწყვიტე წასვლა და მანამდე კი აქ ტრაილერის მართვის მოწმობის აღება. არადა, ტრაილერის დიდ მანქანებს რომ ვხედავდი, სულ მეშინოდა. მისი კარიც კი არ მქონდა გაღებული და შიგნით რა ხდებოდა, არ ვიცოდი. ოჯახი დამიდგა გვერდით, თუმცა მამას ეშინოდა და თან მეუბნეობდა: გამორიცხულია, ვერ ჩააბარებ, ვერ მართავ ტრაილერს, რთულია გოგოსთვის, მამაკაცური საქმეა, ქალურ საქმეს მოჰკიდე ხელიო. არადა, საჭესთან რომ ვზივარ, ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ. პირველად ტრაილერის მანქანას ჩემი ტრაილერით ტრასაზე რომ გადავუსწარი, ისეთი ადრენალინი ვიგრძენი, ენით ვერ გადმოგცემთ (იცინის). მოკლედ, ვისწავლე მართვა და რომ მივედი E კატეგორიის მართვის ჩასაბარებლად, პოლიციელები გაოგნდნენ, შენ და ტრაილერიო? (იცინის) მეშვიდე ცდაზე ჩავაბარე და ავიხდინე ოცნება. უკვე სამი თვეა, საქართველოს შიდა გადაზიდვებზე მიწევს სიარული.

არ დამავიწყდება, ნომერი დამეკარგა, გავჩერდი ავტობანზე და სხვა მძღოლს ველოდებიდი, რომ ნომერი მოეტანა, დამემაგრებინა და გზა გამეგრძელებინა. პოლიციამ გამოაირა და რომ დამინახა ავარიული სანათებით გაჩერებული, თავადაც გააჩერა, მომიკაკუნა ფანჯარაზე და კარი რომ გავაღე, მკითხა: ამ მანქანის მძღოლი სად არისო? ვუთხარი, მე ვარ-მეთქი. თვალები შუბლზე აუვიდა (იცინის). სხვათა შორის, ძალიან გამიჭირდა სამსახურის შოვნა – არ მიღებდნენ ტრაილერის მძღოლად, ქალი არასოდეს ჰყოლიათ და ვერ წარმოედგინათ. ერთ-ერთ კომპანიაში ქალბატონმა მაიკომ კარგ თვალზე შემომხედა, მენდო და მომცა შანსი. დიდი მადლობა მას ამისთვის. სულ გზაში ვარ, ფაქტობრივად, მანქანაში ვცხოვრობ. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენად მინდა და მომწონს მოგზაურობა, არ მღლის. 38 წლის ასაკში ტრაილერის მძღოლობაში ჩემი თავი ვიპოვე. ამხელა მანქანის საჭესთან ქალს რომ მხედავენ, მძღოლები გაოგნებული მიყურებენ. თუ სურვილია, იქ კაცისა და ქალის საქმის დაყოფა გამორიცხულია. ქალმა თუ მოინდომა, მიუღწეველი არ არსებობს, ტრაილერის წაყვანა კი არა, მთებს გადადგამს. ტრაილერის საჭესთან დაჯდომით, ბევრ ოცნებას ავიხდენ – ამ გზას გავყვები და ჩავალ ამერიკაში. ჩემი ცხოვრება ამდენი ტანჯვისა და წვალების შემდეგ კალაპოტში ჩადგება და დალაგდება. მთავარია, იქამდე ჩავაღწიო. ვიბრძვი, არ ვნებდები და მჯერა, ყველა ოცნებას აუცილებლად ავიხდენ. წარმოიდგინეთ, 38 წლის ასაკში მერამდენედ შევიცვალე პროფესია, მერამდენედ გადავლახე ბარიერი და მერამდენედ დავიწყე ცხოვრება თავიდან. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მზად ვარ, ყველანაირ განსაცდელს გავუმკლავდე, გამართულად გავიარო და მიზნამდე მივიდე“, – ჰყვება მეგი მექერიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved