• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, ოთხშაბათი, 13 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტრაგი-კომიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე’ – რომან.გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
19:54 01-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,501

ყოფილი პარლამენტარი, რომან.გოცირიძე:

ტრაგი-კომიკურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სუსმა განცხადება გაავრცელა, მთავრობის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა და ამიტომ გაჟონა “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილმაო.

ნაცვლად იმისა, რომ აღიარონ შეცდომა, შეთქმულების თეორიებს ანვითარებენ. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, დიპ სტეიტს დაბრალებენ ყველაფერს.

ეს ხელშეკრულება მთავრობის ვებ გვერდზე აიტვირთა 25 დეკემბერს. სანამ სიუჟეტი არ გავიდა სამი კვირის თავზე, სად იყო მთავრობის ადმინისტრაცია, იქაური ე. წ. ოდეერი? სად იყო სუსი, რომელიც ამაყობს, რომ აღვკვეთეთ მისი გავრცელებაო? რა იციან, ამ ორი კვირის განმავლობაში რამდენმა ადამინმა ნახა ეს მასალები? იმასთან როგორ აღკვეთა, ვინც ვებგვერდი “გატეხა”?

რომ არ შეემჩნიათ “ფორმულას” ჟურნალისტებს ეს ფაქტი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან მთავრობის განკარგულებებს პროფესიული საჭიროებიდან გამომდინარე, ვერც ვერავინ გაიგებდა და ასე იქნებოდა ჩამოკიდებული ღიად ეს განკარგულება.

“ფორმულა” მოიქცა მაღალპროფესიულად და პატრიოტულად. ყოველი შემთხვევისთვის ( “გაზპრომს”რომ არ ესარგებლა), მთავრობის მასალები იმ ფორმით აჩვენა ( ე. წ. დაბლარვა), რომ იქ არაფერი გამოჩენილიყო. ამ ანონსიდან გაიგო სუსმა მომხდარი ფაქტი და დაიწყო რეკვა მედიაში თხოვნით, რომ ინფორმაცია ( ანუ “გაზპრომის” გაზის ფასი) არ გამხდარიყო საჯარო. რომც გაევრცელებინათ რას იზამდნენ? ვერსფერსაც, რადგან თავად მთავრობამ გაასაჯაროვა ოფიციალურად.

ვურჩევ მთავრობას და სუსს, შეეშვან პოლიტიკურ ბოდვას და ნუ ჩართავენ დიპ სტეიტებს და ჯაშუშებს ამ საქმეში. ერთადერთი გამართლება ამ განცხადებას ექნება მაშინ, თუ ეს არის თავის მართლება გაზპრომის წინაშე, რათა არ წამოიწყოს სასამართლო დავა კონფიდენციალობის დარღვევის კუთხით. რომც წამოიწყოს, “გაზპრომი” ვერ დაამტკიცებს, რომ რაიმე ზიანი მიადგა. გაზის ფასი ყველამ ისედაც კარგად იცის, მედიაშიც არაერთხელ ყოფილა ნახსენები. მის სიდიდეს მესამე კლასელი ბავშვიც კი გაიანგარიშებს: ვიცით, თუ რა მოცულობის გაზს ვყიდულობთ რუსეთიდან (საჯაროა), ვიცით რამდენი გადაუხადა საქართველოომ რუსეთს გაზის შესაძენად (საჯაროა), ერთს გაყოფ მეორეზე და მიიღებ ფასს.

სჯობია შეეშვან ამ თემას და “ჰაკერების” ძებნას. რაც მეტს იფართხალებენ ობობასავით, მითუ უფრო გაეხვევისნ მახეში, “გაზპრომის” მახეში.

p.s. საოცნებო მთავრობამ მადლობა უნდა გადაუხადოს “ფორმულას” ჰაკერული თავდასხმის აღმოჩენისათვის. “გაზპრომის” მეტი ( ანუ რუსეთის სუსი) ამას ვინ ჩაიდენდა?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved