• რეკლამა
  • კონტაქტი
16:56, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტყუით, ქალბატონო ინგა” – გლდანის გამგებლის წერილი ინგა გრიგოლიას

ალია ავტორი - ალია
22:36 11-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
151

გლდანია რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, სოციალური ქსელით, ინგა გრიგოლიას მიმართავს:

“თქვენ ტყუით ქალბატონო ინგა!

მიუხედავად იმისა, რომ დიდი პატივს გცემთ. მიუხედავათ იმისა, რომ გაღიარებთ როგორც ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად, მაინც გეტყვით: თქვენ ტყუით ქალბატონო ინგა და ამას აკეთებთ სრულიად შეგნებულად.

დღეს თქვენს საავტორო გადაცემაში თქვენ თქვით დიდი ტყუილი: ნიკა მელიამ არჩევნები მოიგო და თურმე მოგება წაართვეს.

გლდანის ოლქის ყველა ოქმს გაგატარებთ ქალბატონო ინგა და თქვენ თუ იქ ნახავთ ნიკა მელიას პირველ ტურში გამარჯვებას, ქვეყანას დავტოვებ (სამსახურს და სხვას აღარც ვახსენებ).

რაც შეეხება დისბალანს: ვინც არჩევნები იცის, იმან ისიც იცის, რომ თუ ბიულეტინების მეტობა გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე მოხდა გარკვეული ტიპის მანიპულაციები და აქ შეიძლება დიდი კითხვის ნიშნის დასმა.

თუმცა, გლდანის ოლქში არც ერთ უბანში არ დაფიქსირებულა ბიულეტინების მეტობა.

ისე, ამასაც გეტყვით: თუ არჩევნების გაყალბება გინდა და სიცრუით რაიმეს გაკეთება, მინიმუმ იმას მაინც უზრუნველყოფ, რომ პირველ ტურში შენი რჩეული იყოს პირველი და არა შენი კონკურენტი. არც ერთი ციფრი, არც ერთი ხმა არ დაკლებია არც მელიას და არც სხვა კანდიდატს. გლდანის ოქმებში ასახულია ყველა გლდანელი ამომრჩევლის რეალური ნება.

დღეს თქვენ ჟურნალისტი არ იყავით, თქვენ იყავით მხარე, თანაც ისეთი მხარე, ვისაც ობიექტური გარემოებები საერთოდ არ აინტერესებს.

შევხვდებით მეორე ტურში.”

თეგები: ბექა მიქაუტაძეთბილისის მერიაინგა გრიგოლიაქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი 33 წლისაა – თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
ახალი ამბები

თიბისი 33 წლისაა – თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

15:39 12-17-2025
“არ მოგერიდოს, იკითხე“-  დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა
ახალი ამბები

“არ მოგერიდოს, იკითხე“- დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა

15:03 12-17-2025
Communal Hotels – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია
ახალი ამბები

Communal Hotels – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტის ისტორია

11:58 12-17-2025
რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს
ახალი ამბები

რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს

08:00 12-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved