• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტყუის ეს კაცი… ჩვენზე უნდა იჭორაოს?” – ცისკარიშვილი პარტიის თავმჯდომარეს ტყუილში ადანაშაულებს?!

ალია ავტორი - ალია
13:49 12-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
401

პეტრე ცისკარიშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ტყუილში ადანაშაულებს. ,,ნაცმოძრაობის” გენმდივანი ამბობს, რომ სიცრუეა ნიკა მელიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ის თითქოს მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა იმ დროს, როცა ხაბეიშვილის თანამოაზრეები პარტიაში არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ.

პეტრე ცისკარიშვილი, ნიკა მელიას ,,ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ადარებს და ამბობს, რომ ნიკა მელია ირაკლი კობახიძის მსგავსად თანაგუნდელების შესახებ იტყუება.

 

“როცა ამ ბრიფინგის ამბავი შევიტყვე, მე ოფისში შევატყობინე, რომ ვერ მოვიდოდი ამის გამო და მან ეს ძალიან კარგად იცის, რადგან იქ უკვე ჩემი მხრიდან კუთხეების დამრგვალება გახდა საჭირო, ორი ვარიანტი იყო, ან ის დათანხმდებოდა არჩევნებს და მაშინ ჩემი ამოცანა იყო, ცივილიზებულ, კონკურენტუნარიან, ნორმალურ გარემოში გამართულიყო და ვინ იქნებოდა კანდიდატი მეორე მხრიდან, ეგეც მაინტერესებდა და ათასი სხვა საქმე გამომიჩნდა.

ხოლო თუ არ დათანხმდებოდა, ჩემი ამოცანა, როგორც გენმდივნის, ის იყო, რომ დამატებითი ესკალაცია არ მომხდარიყო სტუაციის.

დავესწრებოდი, თუ არ დავესწრებოდი, იქ პრინციპში ამას არსებითი განხილვა სხვა საკითხების ვეღარც მოხდებოდა. და თუ ყველა მივიდა, აქაც ტყუის ეს კაცი, ყველა არ მისულა, თუ ყველა მივიდა და მე ერთი კაცი ვაკლდი, გაემართათ თათბირი, ემსჯელათ და მე აქედან ტელეფონით შევეხმიანებოდი. 

ჩემს სახელს და გვარს ამ ბოლო დროს ძალიან მკაფიოდ გამოყოფს ირაკლი კობახიძე, რომელიც რაღაცეებს მაბრალებს. ამ კაცმა, ნიკამ, დაიწყო სხვა ტიპის ტყუილები, მაგრამ ასევე ჩემს გარშემო ტყუილების გავრცელება.

მომავალში ფარდას რაღაცეებს ავხდიო, რომ ამბობს, ფარდა რას უნდა ახადოს, პარტიის შიდა ამბებს? ანუ ჩვენს პარტიაზე უნდა იჭორავოს? ჩვენი პარტია უნდა დააზიანოს? იგივე საქმე უნდა გააკეთოს, რასაც ირაკლი კობახიძე, ,,ქართული ოცნება”, ,,იმედი” და ,,პოსტ ტვ” აკეთებენ ბოლო რამდენიმე წელია?”

თეგები: ნიკა მელიაპეტრე ცისკარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved