• რეკლამა
  • კონტაქტი
14:16, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“ – რას წერს რომან გოცირიძე?

ალია ავტორი - ალია
17:43 10-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,204

ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ამდენი ხანი იტყუებოდა “ოცნების” მთავრობა, რომ საქართველოში შემოდის ბურჯ ხალიფას ამშენებელი არაბული ფონდი, სინამდვილეში სიცრუე ყოფილა და ხალხს აბოლებდნენ.

ბურჯ ხალიფას ამშენებელია ემაარ ფონდი( Emaar Properties). საქართველოში შემოდის არაბული კომპანია იგლ ჰილსი( Eagle Hills). ამათ იურიდიულად არა აქვთ რაიმე კავშირი ერთმანეთთან. ერთი არის უზარმაზარი შერეული საკუთრების სახელმწიფო-კერძო ფონდი, საჯარო კომპანია, მეორე კი საშუალო სიდიდის კერძო კომპანია, შპს, ორიენტირებული აღმოსავლეთ ევროპაზე, რომელიც სულ ახლახანს დაარსდა, 2014 წელს). საერთო ისა აქვთ, რომ ორივეს ერთი და იგივე კერძო პირი ჰყავთ დამფუძნებლად და თავმჯდომარედ, მუჰამედ ალაბარი, ოღონდ ემაარ ფონდში მთავარი მეწილე სახელმწიფოა.

ეს ფონდი არის საჯარო კომპანია ანუ სააქციო საზოგადოება და მისი აქციები იყიდება დუბაის საფონდი ბირჟაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ არის გამჭვირვალე და მუშაობს საერთაშორისო წესებით. მუჰამედ ალაბარი არის მცირე აქციონერი ამ ფონდში, ფლობს 5 პროცენტზე ნაკლებს. დღეს იგი არის ამ ფონდის თავმჯდომარე, ისევე როგორც იმ კომპანიის, რომელიც საქართველოში შემოდის. ფონდში ფაქტობრივდ დაქირავებული პირია, თუმცა დიდი გავლენის მქონე.

როცა მთავრობა ამბობს, ემაარ ფონდი შემოდისო, ეს ისეთივეა, თემურ ჭყონიას სამშენებლო კომპანიამ რომ კორპუსი ააშენოს და ვიღაცებმა თქვან, კოკა კოლა აშენებსო. თუმცა ეს მაგალითიც მთლად ზუსტი არ არის, უფრო ზუსტი იქნება კოკა კოლა ჯორჯიას 3-4 პროცენტის მფლობელზე რომ თქვან, რომელსაც ცალკე ბიზნესი აქვს და სახლებს აშენებს, ამ კორპუსებს კოკა კოლა აშენებსო.

ემაარ ფონდის სახელით ხდება მანიპულაცია და შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები. სიცრუე რომ ამ ხელისუფლების საფირმო ნიშანია, ეს ყველამ კარგად იცის.“

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ახალი ამბები

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

13:03 06-16-2026
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზება
ახალი ამბები

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

12:55 06-16-2026
სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა
ახალი ამბები

სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

12:12 06-16-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved