• რეკლამა
  • კონტაქტი
05:22, სამშაბათი, 5 დეკემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტყუილია, თითქოს, კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“ – თბილისის მერია

ალია ავტორი - ალია
15:05 06-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

დედაქალაქის მერია ტყუილს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“.

უწყების განმარტებით, ამბავი, რომელიც გუშინ გავრცელდა, რეალურად გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა და ეხებოდა იმას, რომ „აღნიშნული პიროვნების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით განხორციელდა“.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, თითქოს, ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სასამართლომ 2 000 ლარით იმიტომ დააჯარიმა, რომ თბილისის მერს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ინფორმაცია არის სრული ტყუილი და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას.

სტატია სათაურით – „კურიერმა კალაძეს ტიკტოკზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმა“, ასევე გავრცელდა სოციალური ქსელებით, რამაც მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. თბილისის მერიის პრესსამსახურის მიმართვის საფუძველზე, მოგვიანებით სტატიის სათაური უმნიშვნელოდ დაკორექტირდა.

როგორც გაირკვა, ამბავი, რომლის შესახებაც მედიამ გუშინ აცნობა საზოგადოებას, გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა. აღნიშნული პიროვნების მიმართ განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე, 173-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობას. ჯარიმა სასამართლოს მიერ განისაზღვრა შესაბამისად.

აქედან გამომდინარე, ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა დაჯარიმდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, არის სრული ტყუილი, კონკრეტული მედიის მიერ აგორებული მორიგი პროვოკაცია და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

გვინდა, მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას, რომელიც მათგან ელოდება არა ყალბ და დამახინჯებულ ინფორმაციას, არამედ რეალურ ფაქტებს.

აქვე შევახსენებთ ყველას, ცილისწამება დანაშაულია, რომელიც ისჯება კანონის შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„მე არ დავტოვებ ჩემს ქვეყანას, რაც არ უნდა მოხდეს, ბოლომდე ვიბრძოლებ“ – რას უყვება „ალიას“ ეკა ბესელია?
ახალი ამბები

,, პარტიას, რომელსაც ჰყავს კობახიძე, მდინარაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი, იმას ხმა როგორ უნდა მისცენ?” – ეკა ბესელია

21:38 12-04-2023
პლებისციტის იდეა ახლა საერთოდ უადგილოა – ეკა ბესელია
ახალი ამბები

„ახლა ამაზე გაჩუმება უარესია“ – ეკა ბესელია

15:55 12-04-2023
ზაზა სარალიძე: “ყველაფერს მოგიყვებით! ეს იქნება ჩემი აღსარება!”
ახალი ამბები

ზაზა სარალიძე: “ყველაფერს მოგიყვებით! ეს იქნება ჩემი აღსარება!”

16:24 12-01-2023
ახალი ამბები

სკანდალური ინტერვიუ – „არსებობს საიდუმლო წიგნაკი, სადაც წერია, ვის რამდენი გადაუხადეს ქვეყნის ღალატში!“

21:18 11-27-2023

ბიზნესი

Data Bootcamp-ი ახალი თაობისთვის
ახალი ამბები

Data Bootcamp-ი ახალი თაობისთვის

14:17 12-04-2023
თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე  1 დღე დარჩა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე დარჩა

11:49 12-04-2023
ახალი ამბები

თიბისი x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

16:11 12-01-2023
შეუკვეთე თიბისის POS ტერმინალი და ჩართე მომხმარებელი თიბისის ლოიალობის პროგრამაში
ახალი ამბები

შეუკვეთე თიბისის POS ტერმინალი და ჩართე მომხმარებელი თიბისის ლოიალობის პროგრამაში

17:35 11-30-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

WordPress PopUp Plugin