• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტონობით პროდუქციაა გზაში, პროდუქტების პანიკური შესყიდვის არანაირი საფუძველი არ არსებობს – ია ნადირაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:31 03-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

„ამ ეტაპზე, ქვეყანაში პროდუქციის შესაბამისი მარაგები არსებობს. დღეს დაცარიელებული მაღაზიების თაროები რამდენიმე დღეში ისევ გადაივსება, არანაირი საფუძველი არ არსებობს პანიკური შესყიდვებისთვის“, – განაცხადა „იმედინიუსთან“ საუბრისას მაღაზიათა ქსელ „მაგნიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ია ნადირაშვილმა.

„მიმდინარე მოვლენები მსოფლიო ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, თუმცა, რაც შეეხება პროდუქტების მარაგს, ძალიან კოორდინირებული მუშაობა გვაქვს დისტრიბუტორებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ინტენსიურ რეჟიმში ვცვლით ინფორმაციებს. დღეს იყო პროდუქციის პანიკური შესყიდვები, რაც საფუძველსაა მოკლებული. ქართულ ბაზარზე საკმარისი მარაგია და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, ტონობით პროდუქციაა გზაშია, უნდა გადმოიკვეთოს სახელმწიფო საზღვარი, რაშიც ჩართულია სახელმწიფოც და ლოგისტიკურ თემებს დააჩქარებენ. ადგილზეცაა საკმარისი მარაგები. დღეს დახლებზე პროდუქციის შემცირება მომხმარებლის მხრიდან პანიკური შესყიდვით იყო გამოწვეული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის საფუძველი არ არის. რაც შეეხება ფასებს – ცალსახად, ფასების ზრდა გარდაუვალია. ეს რამდენიმე ასპექტითაა განპირობებული. პირველ რიგში, ეს არის დოლარის კურსის ცვალებადობა. გრძელვადიან პერიოდში ეს იმოქმედებს იმ თვალსაზრისით, რომ თუ უკრაინის ან რუსეთის ბაზარი სხვა ქვეყნებით ჩანაცვლდება, ლოგისტიკა უფრო ძვირი დაჯდება და გაიზრდება პროდუქციის თვითღირებულებაც. რომ შევაჯამოთ, ფასების ზრდა გარდაუვალია, თუმცა, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებობს შესაბამისი მარაგები. დღეს დაცარიელებული მაღაზიების თაროები რამდენიმე დღეში ისევ გადაივსება, არანაირი საფუძველი არ არსებობს პანიკური შესყიდვებისთვის“, – განაცხადა ია ნადირაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved