• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალების მხარდაჭერას აგრძელებს

ალია ავტორი - ალია
17:52 03-15-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
410

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი მარიამ მელიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდებთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარს ესტუმრა. ცენტრის ბენეფიციარებს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სახელით საჭირო ტექნიკა და საგანმანათლებო ლიტერატურა გადაეცათ.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის გენერალური დირექტორი ბენეფიციარებს საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა. მარიამ მელიაშვილმა, გარდა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფისა, ძალადობის მსხვერპლ ქალებს „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ დასაქმებაც შესთავაზა.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი:

„ქალების გაძლიერება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით წვლილი შევიტანოთ, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში. ორგანიზაცია „მირაბალდები“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ჩვენთვის სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა და ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათი ბენეფიციარების გაძლიერებას“.

„განათლება ძალადობის წინააღმდეგ“ – ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდების“ მთავარი სლოგანი და იდეა. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „მირაბალდებთან“ ქალთა გაძლიერების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში თანამშრომლობს.

„გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) ხელმომწერი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2022 წელს გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, იზრუნოს ქალთა გაძლიერებასა და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების დაცვაზე. ამ მიმართულებით, კომპანიის ინიციატივითა და ჩართულობით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.

—

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved