• რეკლამა
  • კონტაქტი
13:31, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“: სერვისის სპეციალური კამპანიის ფარგლებში უფასო ტექნიკური მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა VIN-კოდი უნდა შეამოწმოს

ალია ავტორი - ალია
09:27 03-12-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

ტოიოტას ბრენდის ავტომობილის მძღოლებისთვის სერვისის სპეციალური კამპანიის (რიქოლი) ფარგლებში ჩატარებული ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება კვლავინდებურად უფასოა. ეს პროცესი ტოიოტას მხოლოდ იმ ავტომობილებზე ვრცელდება, რომელიც „რიქოლ-კამპანიას“ ექვემდებარება. საიდენტიფიკაციო VIN-კოდის შემოწმებით კი მომხმარებელს საშუალება ეძლევა გაარკვიოს, საჭიროებს თუ არა ავტომობილი სერვისის სპეციალურ კამპანიაში მონაწილეობას, – ამის შესახებ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, იმის გასარკვევად, ეხება თუ არა ავტომობილს სერვისის სპეციალური კამპანია, მომხმარებელმა მარტივი პროცედურა უნდა გაიაროს: შეუძლია ეწვიოს ბმულს – https://www.toyota.ge/vincheck და VIN-კოდი სპეციალურ ველში შეიტანოს, ან შევიდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ფეისბუქის გვერდზე – https://www.facebook.com/toyotatbilisi და VIN-კოდი პირადი შეტყობინებით გაგზავნოს. „რიქოლ-კამპანიაში“ ჩართვის საჭიროების დადასტურების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ მიმართოს და გაარკვიოს, თუ რა კონკრეტული ტექნიკური სამუშაოები ჩაუტარდება მის ავტომობილს.

როგორც თინათინ მაკარიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ტოიოტას მოდელები გამძლეობით, საიმედოობითა და მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა, „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ საჭიროდ მიიჩნევს, მომხმარებელზე ზრუნვა ავტომობილის ექსპლუატაციის პროცესშიც განაგრძოს. ამ მიზნით, „ტოიოტა“ მთელ მსოფლიოში, დილერების მეშვეობით, სერვისის სპეციალურ კამპანიას თითქმის უწყვეტად ატარებს.

„რიქოლ-კამპანიის“ გამოცხადების მიზანი, ხშირ შემთხვევაში, ექსპლუატაციაში შესული ავტომობილების მონიტორინგი ან შესაძლო გაუმართაობის თავიდან აცილება, ასევე, ზოგიერთი ავტონაწილის გაუმჯობესებული ვერსიით ჩანაცვლებაა. როგორც წესი, სერვისის სპეციალურ კამპანიებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ატარებს“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სერვისის სპეციალურ კამპანიაში შესაძლებელია მოხვდეს არა მხოლოდ ოფიციალური დილერისგან საქართველოში შეძენილი, არამედ ავტობაზრობაზე, აგრეთვე, აუქციონის წესით ან უცხოეთში ნაყიდი ავტომობილებიც.

„მნიშვნელოვანია, ტოიოტას მძღოლებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ სერვისის სპეციალური კამპანიის ფარგლებში, დილერის მხრიდან ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება, მათ შორის ავტონაწილის შეცვლა, მთლიანად უფასოა. ეს „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ დადგენილი წესია, რასაც დილერი ყოველთვის იცავს. გარდა ამისა, გვინდა მომხმარებელმა იცოდეს, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ გარანტირებულად მაღალი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებას გავუწევთ და ორიგინალ ავტონაწილებს დავახვედრებთ“, – განმარტავს თინათინ მაკარიძე.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, მომხმარებელი, რომელიც სერვისის სპეციალურ კამპანიაში ჩართვას გადაწყვეტს, პანდემიის პირობებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, #116; www.toyota-tbilisi.com

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით გაუწევენ.

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved