• რეკლამა
  • კონტაქტი
20:13, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლაზე მომხმარებელი 15%-იან ფასდაკლებას, ასევე, სხვადასხვა ხელსაყრელ შეთავაზებებს მიიღებს

ალია ავტორი - ალია
15:11 05-23-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ სეზონური აქციის ფარგლებში, მომხმარებელი ტოიოტას მოთხოვნადი, ორიგინალი ავტონაწილების შეძენა-შეცვლის სერვისზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს და პარალელურად, სხვადასხვა სპეციალური შეთავაზებით სარგებლობასაც შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ფასდაკლების სეზონური აქცია და სპეცშეთავაზებები, რომლებიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით მოქმედებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, სეზონური აქციის ფარგლებში, მძღოლებს საშუალება აქვთ ავტომობილები საზაფხულო მგზავრობისთვის მოამზადონ და 15%-იანი ფასდაკლებით ტოიოტას ისეთი მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილები შეიძინონ, როგორიცაა: ძრავის ზეთი, ძრავის ზეთისა და სალონის ჰაერის ფილტრები, სამუხრუჭე სითხე, საქარე მინის მწმენდი და მინის საწმენდი სითხეები. ამასთან ერთად, აღნიშნული ავტონაწილების შეცვლის მომსახურებას მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ავტორიზებულ სერვისცენტრში 15%- იანი ფასდაკლებით მიიღებს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, ფასდაკლების სეზონური აქციის პარალელურად, მომხმარებელს შეუძლია მის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული რამდენიმე სახის სპეციალური შეთავაზებითაც ისარგებლოს.

„ერთ-ერთი სპეცშეთავაზების ფარგლებში, ტოიოტას ბრენდის ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების მძღოლები შეძლებენ გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრული მომსახურება სპეციალურ ფასად – 225 ლარად მიიღონ. ასევე, სპეცშეთავაზება ვრცელდება ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისზე ტოიოტას 5 მოდელისთვის: Toyota C-HR, Toyota Prius, Toyota Camry, Toyota Corolla და Toyota RAV4. მძღოლები ამ შემთხვევაშიც სპეციალურ ფასს, 150 ლარს გადაიხდიან. გარდა ამისა, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, პარტნიორ ბანკებთან კოლაბორაციით, მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი ორიგინალი ავტონაწილი შეიძინოს და ტოიოტას სერტიფიცირებული ტექნიკოსებისგან ნებისმიერი სასურველი ავტოტექმომსახურება მიიღოს, საფასური კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს. ავტონაწილის ღირებულება და/ან ტექსერვისის საფასური 4 თანაბარ ნაწილად გაიყოფა და 4 თვეზე განაწილდება. შესაბამისად, მომხმარებელი 4 თვის მანძილზე ნაწილ-ნაწილ გადაიხდის ზუსტად იმდენს, რამდენიც შეძენის მომენტში ღირდა ავტონაწილი თუ გაწეული ტექსერვისი“, – აცხადებენ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“.

მათივე განმარტებით, ნებისმიერი სათადარიგო ავტონაწილი, სითხე თუ აქსესუარი, რომელსაც
მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეიძენს, ორიგინალი წარმოების და გარანტირებულად მაღალი ხარისხისაა. ამასთან ერთად, ცენტრში მისულ მომხმარებელს ავტოტექმომსახურებას გაუწევენ „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული კვალიფიციური ტექნიკოსები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებს პროფესიონალურ დონეზე გადაჭრიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განაახლებენ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც ფასდაკლების სეზონური აქციით ან სპეცშეთავაზებებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;

www.toyota-tbilisi.com

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved