• რეკლამა
  • კონტაქტი
09:40, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

TI: ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება

ალია ავტორი - ალია
18:17 01-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქციაზე ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაპატიმრებას გამოეხმაურა.

2026 წლის 23 იანვარს, ივანიშვილის მორჩილმა სასამართლომ, პირველად თავის ისედაც არც თუ სასახელო ისტორიაში, რამდენიმე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა. სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს – სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას, ნუკრი კაკულიას 4-4 დღით, ხოლო მიხეილ ზაქარეიშვილს და ლუკა ნაგლიაშვილს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ტროტუარზე დგომის გამო. გადაწყვეტილებები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით მაკარაძემ და სანქცირებულმა მოსამართლეებმა – მანუჩარ ცაცუამ და ზვიად ცეკვავამ მიიღეს.

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლემ – თორნიკე კაპანაძემ სამოქალაქო აქტივისტი რეზი დუმბაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა პატიმრობის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა. სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა სასამართლომ ასევე ანი ახმეტელის (მოსამართლე ზვიად ცეკვავა) და ნათია ჭავჭანიძის (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა) შემთხვევებშიც.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ტროტუარზე დგომისთვის ადმინისტრაციულ სახდელად პირველ ჯერზე 15 დღემდე პატიმრობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივ სასჯელად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, “ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა 2025 წლის 10 დეკემბერს დაამტკიცა. ნიშანდობლივია, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას – შეკრების თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად აუქმებს, ე.წ. პარლამენტმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს მიიღო.

ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე.

საქართველომ უკვე არაერთი საქმე წააგო სტრასბურგის სასამართლოში სწორედ შეკრების თავისუფლების დარღვევის გამო. მაგალითისთვის, სულ ახლახან გამოქვეყნდა ამ სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში „მექვაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დამრღვევად იქნა ცნობილი.

მოსამართლეებს, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანეს ან მომავალში გამოიტანენ ვერასდროს ექნებათ გამართლება. მათი არგუმენტები, რომ “ასეთია კანონი“ ვერასდროს იქნება გაზიარებული, როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და მრავალი საერთაშორისო კონვენცია, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო.

გარდა იმისა, რომ მათ შეეძლოთ შეეწყვიტათ საქმე სამართალდარღვევის არარსებობის გამო, ასევე შეეძლოთ საქმის განხილვა შეეჩერებინათ და შესაბამისი წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ, როგორც ამას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს. სწორედ ასე მოიქცა მათი კოლეგა ვლადიმერ ხუჭუა, რისთვისაც ის საზოგადოების პატივისცემას იმსახურებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს და კვლავაც დაიცავს ყველა იმ პირის უფლებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, ვისი უფლებებიც, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების ჩათვლით, სახელმწიფომ უკანონოდ შელახა. მომჩივნების სურვილის შემთხვევაში, საჩივრებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შევიტანთ“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved