ლუგანსკის თვითგამოცხადებული მთავრობის მეთაურმა, სერგეი კოზლოვმა გაავრცელა ცნობა, რომ თვითგამოცხადებული ლუგანსკის არმიის მე-11 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მიხაილ კიშიკი, ცნობილი როგორც მიშა „ჩეჩენი“ მოკლეს .
ოკუპანტი სამხედრო აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული რუსული შეტევის დროს ქალაქ კრემენნაიასთან ბრძოლაში დაიღუპა. კრემენნაია არის ქალაქი ლუგანსკის რეგიონის დასავლეთით, სადაც რუსული ჯარები ცდილობენ შეტევას უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე.
უცხოური მედია წერს, რომ მიშა “ჩეჩენი” ცნობილი გახდა 2014 წელს, როდესაც ის ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ბატალიონს და იბრძოდა თვითგამოცხადებული ლუგანსკის მხარეს. მის ქვედანაყოფს არაერთხელ დასდეს ბრალი ბატალიონის მიერ დაკავებული ტერიტორიების ძარცვაში. 2016 წელს კი, როდესაც დონბასში ვითარება შედარებით სტაბილური იყო, „ნოვაია გაზეტამ“ გამოძიების დროს ვიცე-პოლკოვნიკი კიშიკი დაასახელა, როგორც კონტრაბანდისტი.
კომენტარები