22 წლის თაზო მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაზე დღეს საქალაქო სასამართლოში დეტალურად ისაუბრა საქმეზე მსჯავრდებულმა ქალმა, ვერიკო კაპანაძემ, რომელიც შემზარავი დანაშაულის თვითმხილველია და დანაშაულების შეუტყობინებლობის ბრალდებით იხდის სასჯელს.
საქალაქო სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი პაპაშვილის პროცესი გაიმართა,
რამდენიმე საათის განმავლობაში ურტყამდა. მას შემდეგ, რაც გონებას დაკარგავდა, სააბაზანოში შეჰყავდა, ასულიერებდა და შემდეგ კვლავ აგრძელებდა ცემას. როდესაც კრიჭა შეეკვრებოდა, მივდიოდი და ვასულიერებდი — კოვზით წყალს ვასხამდი, რომ კრიჭა გაეხსნა. ამის შემდეგ დამემუქრა, რომ თუ „ჭკვიანად“ არ ვიქნებოდი, მეც უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. შემდეგ სამზარეულოში გავიდა, ჩანგალი აიღო და ამბობდა, რომ თაზოსთვის თვალის დათხრას და თითების დაჭრას აპირებდა.
სამზარეულოდან დაფა შემოიტანა… თქვენს მიერ დასმულ კითხვას გიპასუხებთ — დაფას მანამდე რაიმე სახის დაზიანება არ ჰქონია. მან თაზოს დაფა თავში რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც სამზარეულოს დაფა სამ ნაწილად გატყდა.
თაზოს მკვლელობის შემდეგ, პაპაშვილი ამბობდა, რომ მისი ცხედრის დანაწევრებას აპირებდა და ამაში ჩვენს დახმარებას ითხოვდა, თუმცა ამის განხორციელება ვერ შეძლო”, – თქვა ვერიკო კაპანაძემ














კომენტარები