• რეკლამა
  • კონტაქტი
23:36, პარასკევი, 29 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თურქეთში უნდა წაეყვანათ, წუხელ “გაფრინდა ჩვენი ბიჭი ზეცაში, უფალთან…” – თორნიკე ლომთათიძე გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
19:07 09-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

“მთელი ჩოხატაური მოუთმენლად ელოდა თორნიკეს გამოჯანმრთელებას. სოციალურ ქსელში ჯგუფიც კი შექმნეს მისმა მეგობრებმა თორნიკეს გადასარჩენად. თურქეთში უნდა წაეყვანათ. იყო იმედი… ყველა თორნიკეს სიცოცხლეს ელოდებოდა, მაგრამ… წუხელ “გაფრინდა ჩვენი ბიჭი ზეცაში, უფალთან”.

ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში, დაახლოებით, ერთი თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებმა თორნიკე ლომთათიძემ მძიმე და მრავლობითი დაზიანებები მიიღო.  მას შემდეგ ებრძოდა სიკვდილს…სოციალურ ქსელში ერთმანეთს უსამძიმრებენ ჩოხატაურელები, თორნიკეს მეგობრები, ახლობლები თუ ადამიანები, რომლებიც არც კი იცნობდნენ ბიჭს. და მხოლოდ გაეგოთ მის შესახებ.

“ზრდილი ბიჭი იყო. სიცოცხლით სავსე. მზე დაჰქონდა უბით. რამდენ რამეს მოუყვება უფალს, სიცოცხლეზე ისაუბრებს , სიყვარულზე, მეგობრობაზე. სხვა რამისთვის არ ეცალა თოკას, სიყვარულს ეშურებოდა, მცირე დროით მოვლენილი ბიჭი”, _ წერს თორნიკეს მასწავლებელი ნუნუ კვასხვაძე.

“მიყვარხარ უსასრულოდ!უსასრულოდ შემიძლია ჩვენი ისტორიების მოყოლა! ყველა წამი მიყვარს შენთან გატარებული!ღმერთო, რამდენი რამე ტრიალებს გონებაში _ შენი ხმა, შენი სიცილი, შენი სიარული! მიყვარხარ, თორნიკე. მაპატიე, შენთან გამომშვიდობებაც რომ არ შემიძლია!იქ შევხვდებით!

უშაქრო ყავით ხელში! _ წერს თორნიკეს მეგობარი მონიკა დოლაბერიძე.

“ვინ დამაჯერებს იმას რო აღარ ხარ და ვეღარასდროს გნახავ??? გამორიცხულია!

ამასაც როგორ ვწერ, მარტო შენ მიხვდები, ვიცი, რომ კითხულობ ყველაფერს! ისიც ვიცი, რომ ხშირად გნახავ და ბოლოს მაინც ერთად ვიქნებით.  ყველაზე მეტად მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები! შენ ადგილს ვერავინ ვერ შემიცვლის! მეზიზღება ყველაფერი შენ რომ არ იქნები, ისეთი სამყარო არაფერია. ვინ მომიშლის ნერვებს? ვინ დამირეკავს დღეში 20383ჯერ? ვინ გამახალისებს? ვის მოვუყვე ყველანაირი ყოველდღიური წვრილმანი? ბოლო წუთამდე იმედი მქონდა, ბოლო წუთამდე მეგონა რომ არ დამტოვებდი, მაგრამ ვეღარ გაუძელი… მენატრები უკვე სიგიჟემდე და მერე რა იქნება, ვერ გეტყვი. შენ თვითონ დაინახავ.  მიყვარხარ გულში! ნათელში იყავი, სადაც ხარ და სიზმარში ყოველდღე თუარა ხშირად დამესიზმრე, მანდ მაინც გნახო!!! _ წერს თორნიკეს მეგობარი ნანუკა მარშანიშვილი.“როგორ მჯეროდა, რომ სხვაგვარი დასასრული ექნებოდა ამ ყველაფერს.რა საშინელება ყოფილა ღმერთო…თოკო, შენი სიცილი ჩაგვესმის ყველას წუხელს მერე.არვიცი სიტყვები დამეკარგა, ამერია თავში ყველაფერი. მუდმივად ტრიალებს ერთი კადრი, შენ იცინი და იცინი.შენი სიკეთე და კეთილშობილება, შენი ალალი და წრფელი გული…დედა როგორ გინუგეშოთ ჩემო მეგობარო!” _ წერს თორნიკეს მეგობარი თამუნა მეგრელიძე!

სოციალურ ქსელში ბოლო არ უჩანს თორნიკეს გამოსამშვიდობებელ თუ ერთმანეთისთვის მისასამძიმრებელ პოსტებს.

მასალას gurianews.ge ავრცელებს და თანაუგრძნობს, მშობლებს, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, მთელ ხიდისთავს საუკეთესო ბიჭის დაღუპვის გამო და გამძლეობას უსურვებს მათ.

თეგები: ჩოხატაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved